კონფიდენციალურობის შეტყობინება
- შესავალი
- 1. მონაცემთა დამუშავების პროცესის ზოგადი აღწერა
- 2. რა სახის მონაცემები მუშავდება?
- 3. ვინ არიან პასუხისმგებელნი თქვენი მონაცემების დამუშავებაზე?
- 4. რატომ და რის საფუძველზე ვამუშავებთ მონაცემებს?
- 5. ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
- 6. სად ვინახავთ მონაცემებს?
- 7. რა ვადით ინახება თქვენი პერსონალური მონაცემები?
- 8. თქვენი უფლებები
- 9. უფლებების შეზღუდვა
- 10. როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს?
- 11. კონფიდენციალურობის შეტყობინებაში ცვლილებების განხორციელებისა და მომხმარებელთა ინფორმირების წესი
- 12. დაგვიკავშირდით
შესავალი
შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ (ს/ნ405710164) (შემდგომში - „კომპანია“ ან „ჩვენ“) მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილის დაქირავების სერვისთან დაკავშირებულ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს სხვადასხვა ავტომობილის გაქირავების შესახებ კომპანიების შეთავაზებებს და შესაბამისი პირობების დაცვით, ისარგებლოს ავტომობილის დაქირავების მომსახურებით.
მომსახურების მიწოდებასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების დაცვა და დამუშავების პროცესების გამჭვირვალობა. სწორედ ამიტომ, წინამდებარე დოკუმენტი განმარტავს, რა ტიპის პერსონალური მონაცემები მუშავდება ავტომობილის დაქირავების სერვისის ფარგლებში, რა მიზნებითა და საფუძვლებით ხდება მათი დამუშავება, ვის რა როლი აქვს მონაცემთა დამუშავების პროცესში და როგორ არის უზრუნველყოფილი მონაცემთა უსაფრთხოება.
მომსახურების ფარგლებში, მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა (შემდგომში, ასევე - „კანონი“ და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. შესაბამისად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ) კანონით განსაზღვრული პრინციპებითა და საფუძვლებით, ვიცავთ მონაცემთა სუბიექტის უფლებებსა და მონაცემთა უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომებს.
წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინება შემუშავებულია, რათა აპლიკაციის მომხმარებლებს ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა თუ როგორ, რატომ და რა მიდგომებით მუშავდება მათი მონაცემები. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ დამუშავების პროცესების გამჭვირვალობა, გავამარტივოთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და თითოეულ ეტაპზე დავიცვათ აპლიკაციის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები.
კონფიდენციალურობის შეტყობინებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
1. მონაცემთა დამუშავების პროცესის ზოგადი აღწერა
ავტომობილის დაქირავების სერვისის ფარგლებში მონაცემთა დამუშავება, ძირითადად, შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
- მომხმარებელი პლატფორმის/ ვებსაიტის მეშვეობით ეცნობა ავტომობილის გამქირავებელი კომპანიების მიერ შემოთავაზებულ ავტომობილებს და ირჩევს სასურველ ავტომობილს;
- მომხმარებელი ირჩევს დამატებით პირობებს, დაზღვევას, ავტომობილის მიღების მეთოდს, ამოწმებს საბოლოო ფასს და ახორციელებს წინასწარ გადახდას;
- გადახდის შემდეგ მომხმარებელს შეიძლება მოეთხოვოს შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა, მათ შორის, მართვის მოწმობის, პასპორტის, საერთაშორისო მართვის მოწმობის ან/და სხვა საჭირო დოკუმენტის;
- ატვირთულ დოკუმენტებსა და ჯავშნის პირობებს ამოწმებს შესაბამისი ავტომობილის გამქირავებელი კომპანია, რის შედეგადაც ჯავშანი დასტურდება, უქმდება ან მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სხვა ავტომობილის/კომპანიის შერჩევაში მხარდაჭერა;
- ავტომობილის მიღებისას მომხმარებელი ამოწმებს ავტომობილს, საჭიროების შემთხვევაში, ატვირთავს ფოტოსურათს, იხდის დარჩენილ თანხას და პლატფორმის მეშვეობით ელექტრონულად ადასტურებს შესაბამის მიღების/ჩაბარების დოკუმენტს.
2. რა სახის მონაცემები მუშავდება?
ავტომობილის დაქირავების სერვისის ფარგლებში შესაძლოა დამუშავდეს მომხმარებლის მიერ მოწოდებული, პლატფორმაზე/ვებსაიტზე განხორციელებული მოქმედებების შედეგად წარმოშობილი ან მომსახურების შესრულებისთვის საჭირო შემდეგი კატეგორიის პერსონალური მონაცემები:
- საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები: სახელი და გვარი ან ფსევდონიმი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, WhatsApp-ის ანგარიში, Telegram-ის ანგარიში;
- ჯავშნისა და ავტომობილის დაქირავების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები: შერჩეული ავტომობილი, დამატებითი პირობები/მომსახურებები, დაზღვევა, ავტომობილის მიღების მეთოდი, ფასი, ჯავშნის სტატუსი და მომსახურების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- მომსახურების მისაღებად საჭირო მონაცემები: მოქალაქეობა, რეზიდენტობა, ასაკი, მართვის გამოცდილება და სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის ან შესაბამისი პირობების გადამოწმებისთვის;
- მართვის უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მონაცემები: მართვის მოწმობაზე, საერთაშორისო მართვის მოწმობაზე, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე დატანილი მონაცემები და შესაბამისი დოკუმენტების ფოტოები/სკანირებული ასლები;
- გადახდასთან დაკავშირებული მონაცემები, მათ შორის, გადახდის სასურველი მეთოდი, საბანკო ანგარიშის ნომერი, სადებეტო ან საკრედიტო ბარათის ნომერი, გადასახდელი თანხა და გადახდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები;
- ავტომობილის მიღებასთან/ჩაბარებასთან დაკავშირებული მონაცემები.
ზემოაღნიშნულის გარდა, სერვისით სარგებლობის პროცესში შესაძლოა დამუშავდეს სხვა ისეთი პერსონალური მონაცემებიც, რომლებიც მომხმარებლის მიერ თავად იქნება მოწოდებული ან რომელთა დამუშავებაც აუცილებელი გახდება კონკრეტული ჯავშნის, ავტომობილის დაქირავების პროცესის, მომხმარებელთან კომუნიკაციის, მოთხოვნის, საჩივრის, დავის, ინციდენტის შემთხვევაში ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით.
3. ვინ არიან პასუხისმგებელნი თქვენი მონაცემების დამუშავებაზე?
წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინების მიზნებისთვის, მონაცემთა დამუშავებაში მონაწილე მხარეების როლები განისაზღვრება შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებისა და მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმების შესაბამისად.
კომპანია მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირად მოქმედებს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება პლატფორმის ფუნქციონირებას, მომხმარებლისთვის სერვისზე წვდომას, მომხმარებელთან კომუნიკაციას და ავტომობილის დაქირავების პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ანალიტიკის, თაღლითობის პრევენციის, გადახდების ადმინისტრირებისა და დავების განხილვის მიზნებს, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც კომპანია თავად განსაზღვრავს შესაბამისი მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.
ხოლო იმ მონაცემების დამუშავების ნაწილში, რომლებიც საჭიროა კონკრეტული ავტომობილის დაქირავების შესაძლებლობის შეფასებისთვის, ჯავშნის დადასტურებისთვის, მომხმარებლის დოკუმენტების შემოწმებისთვის და ავტომობილის გაქირავების მომსახურების გაწევისთვის, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირად მოქმედებს შესაბამისი ავტომობილის გაქირავების კომპანია.
4. რატომ და რის საფუძველზე ვამუშავებთ მონაცემებს?
ავტომობილის დაქირავების სერვისის ფარგლებში, კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი ძირითადი მიზნებით:
- პლატფორმის ფუნქციონირების, მომხმარებლის მიერ სერვისზე წვდომისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- ავტომობილის დაქირავების/ჯავშნის პროცესის ადმინისტრირება და მხარდაჭერა;
- შესაბამისი ავტომობილის გამქირავებელი კომპანიის მხარდაჭერა ჯავშნის დადასტურების, მომხმარებლის მიერ ატვირთული დოკუმენტების შემოწმების, ავტომობილის გადაცემისა და გაქირავების მომსახურების გაწევის პროცესში;
- საჭიროების შემთხვევაში, ანალიტიკის განხორციელება, თაღლითობის პრევენცია, გადახდებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა და მომსახურებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის, მოთხოვნების, საჩივრების, დავებისა და ინციდენტების მართვის მხარდაჭერა.
ზემოაღნიშნული მიზნების ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლებია:
- კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (გარიგების დადება) - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ავტომობილის დაქირავების/ჯავშნის პროცესის ადმინისტრირებისა და შესაბამისი მომსახურების გაწევისთვის;
- კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი (მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესი) - მონაცემთა დამუშავება შეიძლება საჭირო იყოს მომსახურების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, თაღლითობის პრევენციის, ხარისხის კონტროლის, ანალიტიკის, სერვისის გაუმჯობესების, გადახდებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მართვის, მოთხოვნების/საჩივრების განხილვის, დავებისა და ინციდენტების მართვის მიზნით;
- კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი (მომსახურების გაწევა) - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისთვის ავტომობილის დაქირავებასთან დაკავშირებული სერვისის მისაწოდებლად.
5. ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
ავტომობილის დაქირავების სერვისის ფარგლებში თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს:
- მომხმარებლის მიერ არჩეულ ავტომობილის გამქირავებელ კომპანიას, მათ შორის, ჯავშნის დადასტურების, დოკუმენტების შემოწმებისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა მიზნებისთვის. ასეთი კომპანია მონაცემთა დამუშავების ნაწილში მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი;
- გადახდის მომსახურების მიმწოდებლებს, თუ ეს აუცილებელია გადახდის პროცესის ადმინისტრირების ან სერვისის უწყვეტად მიწოდებისთვის;
- სერვისის გამართულად და უწყვეტად მიწოდების მიზნით, შესაძლოა გარკვეულ პროცესებში ჩაერთონ მესამე პირები - მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები (მაგალითად, ჰოსტინგისა და ინფრასტრუქტურის მიმწოდებლები), რომლებიც მოქმედებენ ჩვენი ინსტრუქციისა და კონტროლის ფარგლებში. ასეთ პირებთან ურთიერთობა რეგულირდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გაფორმებული შეთანხმებებით, რომლებიც ითვალისწინებს მონაცემთა უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღების ვალდებულებას;
- სახელმწიფო ორგანოებს, მათ შორის, სასამართლო ან საგამოძიებო ორგანოებს, თუ მონაცემთა გადაცემა მოთხოვნილია ან ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
მონაცემების მესამე პირებისთვის გაზიარების შემთხვევაში დაცულია მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპი და მხოლოდ იმ მოცულობის მონაცემების გადაცემა ხორციელდება, რაც კონკრეტული მიზნის მისაღწევად არის საჭირო.
6. სად ვინახავთ მონაცემებს?
ავტომობილის დაქირავების სერვისის ფარგლებში დამუშავებული პერსონალური მონაცემები ინახება ევროკავშირის ტერიტორიაზე განთავსებულ სერვერებზე (AWS), მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) მოთხოვნების შესაბამისად. ამასთანავე, ევროკავშირის ქვეყნები შეყვანილნი არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მიერ დამტკიცებულ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხაში.
7. რა ვადით ინახება თქვენი პერსონალური მონაცემები?
პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები განისაზღვრება მონაცემთა კატეგორიის, დამუშავების მიზნისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
შენახვის ვადები ხელმისაწვდომია ბმულზე https://yandex.com/legal/yandex_go_retention_policy/ka/.
8. თქვენი უფლებები
თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ დადასტურება, მუშავდება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები, და მიიღოთ ინფორმაცია, მათ შორის, დამუშავების საფუძვლის, მიზნისა და შენახვის ვადების მითითებით;
- გაეცნოთ თქვენს შესახებ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს და მიიღოთ მათი ასლები (არსებობის შემთხვევაში);
- მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
- მოითხოვოთ თქვენს შესახებ ჩვენთან არსებული პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში;
- ნებისმიერ დროს გაითხოვოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ასევე, ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით გარანტირებული სხვა უფლებებით.
თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. უფლებების შეზღუდვა
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
- სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
- დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
- ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
- მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
- მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
- სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
- სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად. უფლების შეზღუდვის საფუძვლების არსებობისას, კომპანიის გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.
10. როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს?
ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას თქვენი პერსონალური მონაცემთა დაცვისთვის, რაც აუცილებელია „პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით.
მონაცემებზე წვდომა დაშვებულია მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის, რომლებსაც ასეთი წვდომა სჭირდებათ მომსახურების მიწოდების, პროცესის ადმინისტრირების, ტექნიკური მხარდაჭერის ან უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
ჩვენ მივიღებთ აუცილებელ და საკმარის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი ინფორმაცია არაავტორიზებული ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, მოდიფიკაციისგან, დაბლოკვის, კოპირების, გავრცელებისგან, ასევე მესამე მხარის სხვა უკანონო ქმედებებისგან.
11. კონფიდენციალურობის შეტყობინებაში ცვლილებების განხორციელებისა და მომხმარებელთა ინფორმირების წესი
ჩვენ, შესაძლოა, აღნიშნულ დოკუმენტში პერიოდულად შევიტანოთ ცვლილებები. ცვლილებების შემთხვევაში, განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ვებსაიტზე.
12. დაგვიკავშირდით
თუ გაქვთ შეკითხვები წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებასთან, პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან ან თქვენი უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკონტაქტო არხებით:
კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია: მერაბ ალექსიძის ქუჩა, N12, კორპუსი „ბ“, ოფისი N46, საბურთალოს რაიონი, თბილისი, საქართველო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: შპს „ვერითას ლოუ“ (ელფოსტა: info@dpt.ge).
გამოქვეყნების თარიღი: 17.07.2026