Yandex Go

სალიცენზიო შეთანხმება პროგრამა „იანდექს. გო“-ს გამოყენებაზე მობილური მოწყობილობებისათვის

 

პროგრამის გამოყენების წინ გთხოვთ გაეცნოთ ქვემორემოტანილი სალიცენზიო შეთანხმების პირობებს .

თქვენს მიერ პროგრამის ნებისმიერი გამოყენება ნიშნავს თქვენს მიერ წინამდებარე სალიცენზიო შეთანხმების პირობების სრულ და უპირობო მიღებას .

თუ არ იღებთ სალიცენზიო შეთანხმების პირობებს სრული მოცულობით , უფლება არა გაქვთ გამოიყენოთ პროგრამა რაიმე მიზნებისათვის.

 

1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე სალიცენზიო შეთანხმება (შემდგომში - „ლიცენზია“) განსაზღვრავს იანდექსგო (ადრე იანდექს.ტაქსი) მობილური მოწყობილობებისთვის გამოყენების პირობებს (შემდგომში პროგრამა) და მას ხელს აწერს პროგრამის მომხმარებელი ნებისმიერი პირი (შემდგომში მომხმარებელი) და Yandex.Taxi B.V., როგორც პროგრამის გამოყენების უფლებების მინიჭების უფლებამოსილი ორგანო (შემდგომში - „უფლებამესაკუთრე“).

1.2. პროგრამის დაკოპირებისას, საკუთარ მობილურ მოწყობილობაზე მისი დაყენებისას თუ რაიმე სახით პროგრამის გამოყენებისას მომხმარებელი გამოხატავს სრულ და უპირობო თანხმობას ლიცენზიის ყველა პირობასთან.

1.3. პროგრამის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ წინამდებარე ლიცენზიის პირობებით. თუ მომხმარებელი არ იღებს ლიცენზიის პირობებს სრული მოცულობით, მომხმარებელს უფლება არა აქვს, გამოიყენოს პროგრამა რაიმე მიზნებით. პროგრამის გამოყენება ლიცენზიის რომელიმე პირობის დარღვევით (შეუსრულებლობით) აკრძალულია.

1.4. პროგრამის გამოყენება მომხმარებლის მიერ წინამდებარე ლიცენზიის პირობებით პირადი არაკომერციული მიზნებით ხორციელდება უსასყიდლოდ. პროგრამის გამოყენება წინამდებარე ლიცენზიით გაუთვალისწინებელი პირობებითა და წესებით შესაძლებელია მხოლოდ უფლებამესაკუთრესთან ცალკე შეთანხმების საფუძველზე.

1.5. პროგრამით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით იმას, რომ წინამდებარე ლიცენზიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შემდეგი დოკუმენტი:

  • იანდექს გო(იანდექს ტაქსი)ს გამოყენების პირობები განთავსებულია მისამართზე https://yandex.com/legal/taxi_termsofuse_ka.

აგრეთვე შპს „იანდექსის“ დოკუმენტები (ლ. ტოლსტოის ქ. #16, მოსკოვი, 119021, რუსეთი), რომელთა პირობები სრულად ვრცელდება „პროგრამის“ გამოყენებაზე:

  • „იანდექსის სერვისების სამომხმარებლო შეთანხმება“, განთავსებულია ინტერნეტის ქსელში მისამართზე https://yandex.ru/legal/rules_ka,
  • „იანდექსის საძიებო სისტემის გამოყენების ლიცენზია“, განთავსებულია ინტერნეტის ქსელში მისამართზე https://yandex.ru/legal/termsofuse,
  • „კონფიდენციალობის პოლიტიკა“, განთავსებულია ინტერნეტის ქსელში მისამართზე https://yandex.ru/legal/confidential_ka.

აღნიშნული დოკუმენტები (მათ შორის მათი ნებისმიერი ნაწილები) შეიძლება შეიცვალოს უფლებამესაკუთრის მიერ რაიმე სპეციალური შეტყობინების გარეშე. დოკუმენტების ახალი რედაქცია ძალაში შედის მათი გამოქვეყნების მომენტიდან, თუკი სხვა რამ გათვალისწინებული არ არის თავად რედაქციის მიერ.

1.6. უფლებამესაკუთრეს შეუძლია მომხმარებელს წარუდგინოს წინამდებარე ლიცენზიის თარგმანი ინგლისურიდან სხვა ენაზე, თუმცა ლიცენზიის ინგლისურენოვან პირობებსა და მათ თარგმანს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში იურიდიული ძალა აქვს მხოლოდდამხოლოდ ლიცენზიის ინგლისურენოვან ვერსიას.

 

2. უფლებები პროგრამაზე

2.1. პროგრამაზე განსაკუთრებული უფლება ეკუთვნის უფლებამესაკუთრეს.

 

3. ლიცენზია

3.1. უფლებამესაკუთრე უსასყიდლოდ, მარტივი (არაგანსაკუთრებული) ლიცენზიის პირობებით, მომხმარებელს ანიჭებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ტერიტორიაზე პროგრამის გამოყენების არაგადაცემად უფლებას შემდეგი წესებით:

3.1.1. პროგრამა გამოიყენოს პირდაპირი ფუნქციური დანიშნულებით, რის მიზნითაც მოახდინოს მისი კოპირება და დაყენება (გამეორება) მომხმარებლის მობილურ მოწყობილობაზე(-ებზე). მომხმარებელს უფლება აქვს, დაიყენოს პროგრამა შეუზღუდავი რაოდენობით მობილურ მოწყობილობებზე.

3.1.2. პროგრამა გაიმეოროს და გაავრცელოს არაკომერციული მიზნებით (უსასყიდლოდ).

3.2. პროგრამა უნდა გამოიყენებოდეს (მათ შორის ვრცელდებოდეს) „იანდექსგო“ დასახელებით. მომხმარებელს უფლება არა აქვს, შეცვალოს და/ან ამოიღოს პროგრამის დასახელება, საავტორო უფლების დაცვის ნიშანი (copyright notice) ანდა სხვა მითითებები უფლებამესაკუთრეზე.

 

4. შეზღუდვები

4.1. წინამდებარე ლიცენზიის პირდაპირ გათვალისწინებული მოცულობებითა და ხერხებით გამოყენების გარდა, მომხმარებელს უფლება არა აქვს, მოახდინოს შეცვლა, დეკომპილირება, დიზასემბლირება, დეშიფრაცია და სხვა მოქმედებები პროგრამის საობიექტო კოდსა და საწყის ტექსტზე, რომლებსაც მიზნად აქვს ინფორმაციის მიღება პროგრამაში გამოყენებული ალგორითმების რეალიზების შესახებ, შექმნას წარმოებული ნაწარმოები პროგრამის გამოყენებით, აგრეთვე განახორციელოს (განხორციელების ნება დართოს) პროგრამის, პროგრამის ნებისმიერი კომპონენტების, პროგრამის მიერ მომხმარებლის მობილურ მოწყობილობაზე შენახული კარტოგრაფიული მასალების, სხვა გამოსახულებებისა და სხვა მონაცემების სხვაგვარი გამოყენება უფლებამესაკუთრის წერილობითი თანხმობის გარეშე.

4.2. მომხმარებელს უფლება არა აქვს, მოახდინოს პროგრამის აღწარმოება და გავრცელება კომერციული მიზნებით (მათ შორის ანაზღაურების სანაცვლოდ), მათ შორის პროგრამული პროდუქტების კრებულების შემადგენლობაში, უფლებამესაკუთრის წერილობითი თანხმობის გარეშე.

4.3 მომხმარებელს უფლება არა აქვს, გაავრცელოს პროგრამა განსხვავებული სახით იმისგან, რითაც მან ის მიიღო, უფლებამესაკუთრის წერილობითი თანხმობის გარეშე.

 

5. განსაკუთრებული პირობები

5.1. პროგრამის ზოგიერთი ფუნქციის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტის ქსელში წვდომის არსებობის შემთხვევაში. მომხმარებელი დამოუკიდებლად იღებს ასეთ წვდომას და იხდის მის საფასურს თავისი კავშირგაბმულობის ოპერატორის ანდა ინტერნეტის ქსელის წვდომის პროვაიდერის პირობებითა და ტარიფებით.

5.2. პროგრამა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლის პოტენციურ მოთხოვნაზე მგზავრთა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებაზე, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას აღნიშნულ სფეროში მომსახურების გამწევი ორგანიზაციების შემოთავაზებების შესახებ და განახორციელოს ამგვარი შემოთავაზებების ძიება მომხმარებლის მიერ დასახული პარამეტრების მიხედვით.

5.3. პროგრამის ფარგლებში მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია (შემდგომში - მონაცემები) წარდგენილია უფლებამესაკუთრის პარტნიორთა მიერ. შემოთავაზებული მომსახურების შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს უფლებამესაკუთრის პარტნიორებს ანდა, პროგრამის ფუნქციონალის გამოყენებით, მიაწოდოს თავისი საკონტაქტო მონაცემები, რომლებითაც უფლებამესაკუთრის პარტნიორებს შეეძლებათ დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ მომხმარებელს და მიაწოდონ ინფორმაცია შემოთავაზებული მომსახურების შესახებ.

5.4. უფლებამესაკუთრეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა პარტნიორთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის შინაარსსა და/ან აქტუალობაზე, პარტნიორთა მომსახურების ღირებულების, აგრეთვე მოცემულ მომენტში მისი არსებობის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით.

5.5. ურთიერთობა პარტნიორებთან მომსახურების შეძენის საკითხებში მომხმარებლის მიერ ხორციელდება დამოუკიდებლად (უფლებამესაკუთრის მონაწილეობის გარეშე) პარტნიორებში მიღებული მომსახურების გაწევის წესების შესაბამისად.

უფლებამესაკუთრეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება მომხმარებლისა და მის პარტნიორთა მიერ განხორციელებული ფინანსური და ნებისმიერი სხვა ოპერაციების გამო, აგრეთვე მომხმარებლის მიერ პარტნიორთა მომსახურების შეძენის ნებისმიერი შედეგების გამო.

5.6. მომხმარებელი უფლებამესაკუთრეს აძლევს თანხმობას უფლებამესაკუთრის მიერ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის (პერსონალური მონაცემების ჩათვლით) დამუშავებაზე, უფლებამესაკუთრის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამესაკუთრის პარტნიორებისათვის, აგრეთვე პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე უფლებამესაკუთრის პარტნიორებისათვის, პროგრამის ფარგლებში მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად. მომხმარებლის მიერ პროგრამის გამოყენებისას მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია გადაეცემა შპს „იანდექსს“, შპს „იანდექსის“ კონფიდენციალობის პოლიტიკაში განსაზღვრული პირობებითა და მიზნებისათვის დასამუშავებლად, რაც გასაცნობად ხელმისაწვდომია მისამართზე: https://yandex.ru/legal/confidential_ka.

5.7. მომხმარებელს წინამდებარეთი შეტყობინებული აქვს, ესმის და ეთანხმება იმას, რომ პროგრამამ შეიძლება შეაგროვოს გაუპიროვნებული (მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირების გარეშე) სტატისტიკური მონაცემები პროგრამის გამოყენების შესახებ და ავტომატურ რეჟიმში გადასცეს ისინი უფლებამესაკუთრეს.

5.8. პროგრამის რეგისტრაცია და გამოყენება ხდება მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომრის გამოყენებით. მომხმარებლის მიერ მომხმარებლის მობილური მოწყობილობის მეხსიერებიდან პროგრამის ამოშლისას მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მიღებულია იანდექს.ტაქსის მიერ ავტორიზაციის პროცესში პროგრამაში მომხმარებლის ტელეფონის ნომრის გამოყენებით და პროგრამის გამოყენებით, ნარჩუნდება სერვისის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ხელახლა ყენდება მოწყობილობაზე და ხდება რეგისტრაცია იდენტიფიკატორის სახით მობილური ტელეფონის იმავე ნომრის გამოყენებით, მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მიწოდებული იყო მობილური ტელეფონის მითითებული ნომრის გამოყენებით, აღდგება სრული მოცულობით.

5.9. ეჭვების თავიდან ასაცილებლად, იანდექს.ტაქსი არ ეწევა მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებასა და საინფორმაციო-დისპეტჩერულ მომსახურებას.

 

6. პასუხისმგებლობა ლიცენზიის მიხედვით

6.1. პროგრამა წარედგინება პირობით „როგორც არის“ (as is). უფლებამესაკუთრე არ წარმოადგენს არავითარ გარანტიებს პროგრამისა თუ მისი ცალკეული კომპონენტების და/ან ფუნქციების უშეცდომო და შეუფერხებელი მუშაობის თაობაზე, მომხმარებლის კონკრეტული მიზნებისადმი პროგრამის შესაბამისობის თაობაზე, არ იძლევა მონაცემთა სარწმუნოობას, სიზუსტეს, სისრულესა და დროულობას, აგრეთვე არ იძლევა არავითარ სხვა გარანტიებს, რომლებიც პირდაპირ მითითებული არ არის წინამდებარე ლიცენზიაში.

6.2. უფლებამესაკუთრეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა პროგრამის (მონაცემების ჩათვლით) რაიმე გამოყენების ანდა გამოყენების შეუძლებლობის რაიმე პირდაპირ თუ ირიბ შედეგებზე ან/და ზარალზე, რომელიც მიადგება მომხმარებელს და/ან მესამე მხარეებს პროგრამის (მონაცემების ჩათვლით) ან მისი ცალკეული კომპონენტებისა თუ ფუნქციების რაიმე გამოყენების, გამოუყენებლობის ანდა გამოყენების შეუძლებლობის შედეგად, მათ შორის მათ მუშაობაში შესაძლო შეცდომებისა თუ შეფერხებების შედეგად, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

6.3. ყველა კითხვა და პრეტენზია, რომელიც დაკავშირებულია პროგრამის ან მონაცემების გამოყენებასთან/გამოყენების შეუძლებლობასთან, აგრეთვე პროგრამითა თუ მონაცემებით კანონმდებლობის და/ან მესამე პირთა უფლებების შესაძლო დარღვევასთან, უნდა იგზავნებოდეს უკუკავშირის ფორმის მეშვეობით მისამართზე support@taxi.yandex.ru.

6.4. წინამდებარე ლიცენზია და ყველა ურთიერთობა, რაც დაკავშირებულია პროგრამის გამოყენებასთან, რეგულირდება ნიდერლანდების კანონმდებლობით.

 

7. პროგრამის განახლებები/ახალი ვერსიები

7.1. წინამდებარე ლიცენზიის მოქმედება ვრცელდება პროგრამის ყველა შემდგომ განახლებაზე/ახალ ვერსიაზე. ეთანხმება რა პროგრამის განახლების/ახალი ვერსიის დაყენებას, მომხმარებელი იღებს წინამდებარე ლიცენზიის პირობებს პროგრამის შესაბამისი განახლებებისათვის/ახალი ვერსიებისათვის, თუ პროგრამის განახლების/ახალი ვერსიის დაყენებას თანდართული არა აქვს სხვა სალიცენზიო შეთანხმება.

 

8. წინამდებარე ლიცენზიის პირობების შეცვლა

8.1. წინამდებარე სალიცენზიო შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს უფლებამესაკუთრის მიერ ცალმხრივად. მომხმარებლისადმი შეტყობინება წინამდებარე ლიცენზიის პირობებში შეტანილი ცვლილებების შესახებ ქვეყნდება გვერდზე : https://yandex.com/legal/taxi_mobile_agreement_ka. აღნიშნული ცვლილებები სალიცენზიო შეთანხმების პირობებში ძალაში შედის მათი პუბლიკაციის თარიღიდან, თუ სხვა რამ დათქმული არ არის შესაბამის პუბლიკაციაში.

 

9. იანდექს.ტაქსის რეკვიზიტები

Yandex.Taxi B.V., (სარეგისტრაციო ნომერი 64591069)

Private Limited Liablity Company (კერძო შეზღუდული პასუხისმგელობის კომპანია)

Schiphol Boulevard 291, 1118 BG Schiphol, the Netherlands

e-mail: support@taxi.yandex.ru