YANDEX GO PRIVACY NOTICE
Please select a relevant country.
შეტყობინება სერვისის იანდექს GO
კონფიდენციალურობის შესახებ
ჩვენი მობილური და ვებ აპლიკაციები (შემდგომში ტერმინი „აპლიკაცია“ ეხება ორივეს) საშუალებას გაძლევთ შეუკვეთოთ ტრანსპორტირებისა და მიტანის სერვისები ჩვენი პარტნიორებისგან ან ჩვენი კომპანიებისგან.
იანდექს Go აპლიკაცია შემუშავებულია საერთაშორისო IT კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს ოფისები მთელს მსოფლიოში და სათაო ოფისი ნიდერლანდებში.
1. ვინ ამუშავებს თქვენს პირად მონაცემებს?
1. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სერვისს თქვენს ქვეყანაში:
აპლიკაცია | ქვეყანა | კომპანია | მისამართი |
იანდექს Go | ლიტვა | „Ridetech International B.V.“-ი | შიპოლის ბულვარი 291, 1118 „BH Schiphol“-ი, ნიდერლანდები |
საქართველო | შპს რაიდტექ ჯორჯია | დავით აღმაშენებლის გამზ. 129ა, ოფისი N4. თბილისი, საქართველო | |
მოლდოვა | „Ridetech S.R.L“-ი. | „Stefan cel Mare si Sfant“-ის ბულვარი 65, ოფისი 806, ქ. ჩიზინაუ, მოლდოვის რესპუბლიკა | |
ყირგიზეთი | „Yandex.Taxi Corp LLС“-ი | “Erkindik“-ის ბულვარი N 58A, 720040, ბიშკეკი, ყირგიზეთის რესპუბლიკა | |
სერბეთი | „RideTechnology Global FZ-LLC“-ი | ბულვარი 12, N 104A, პირველი სართული, დუბაი, დუბაის საემირო, არაბთა გაერთიანებული საემიროები | |
უზბეკეთი | „YandexGo UB LLC“-ი | 88А ამირ ტემურის ქუჩა, 100084, ტაშკენტი, უზბეკეთის რეპუბლიკა | |
სომხეთი | „Ridetech AM LLC“-ი | „Arshakunyats“-ის 49-22, 0026, ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა | |
ყაზახეთი | „Yandex.Taxi Corp LLP“-ი | ტიმირიაზევას ქ. N 28v, მე-6 სართული, ბოსტანდიკის რაიონი, 50040, ალმა-ათა, ყაზახეთის რესპუბლიკა |

აღნიშნული კომპანიები მოქმედებენ როგორც „კონტროლერები“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მაკონტროლებლები განსაზღვრავენ პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.
თუ თქვენ იმყოფებით რუსეთის ფედერაციაში, თქვენს მონაცემებს ამუშავებს მონაცემთა მაკონტროლებელი (მონაცემთა ოპერატორი) შპს "იანდექს.ტაქსის" კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად - https://yandex.ru/legal/confidential.
2. ჩვენი აპლიკაცია იყენებს ავთენტიფიკაციის ერთიან ინსტრუმენტს. რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ შეძლებთ ჩვენი აპლიკაციის გამოყენებას ყველა ქვეყანაში, სადაც მას ვავრცელებთ. თქვენი პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა სხვა, ჩვენს მიერ გავრცელებულ აპლიკაციას, სანამ არ დაიწყებთ ამ აპლიკაციების გამოყენებას.
2. რა პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება, როგორ და რატომ?
1. ჩვენს მიერ დამუშავებული მონაცემების კატეგორიები, მონაცემთა წყარო და დამუშავების მიზნები:
წყარო | მონაცემები | მიზნები |
თქვენ პირდაპირ გვაწვდით | სახელი ტელეფონის ნომრები | იმისათვის, რომ ამოგიცნოთ, როგორც ჩვენი მომხმარებელი და ვითანამშრომლოთ თქვენთან შეკვეთასთან დაკავშირებით |
მისამართები | რათა გაჩვენოთ გაჩვენოთ სერვისები ან პროდუქტები, რომლებიც ხელმისაწვდომია შესაკვეთად, შესასყიდად და მიწოდებისთვის თქვენს რეგიონში, ასევე თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად და შესასრულებლად | |
კლიენტის კომენტარები | თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად და შესასრულებლად თქვენი პრეფერენციების შესაბამისად | |
საბანკო რეკვიზიტები | თქვენი გადახდის დასამუშავებლად | |
ელექტრონული ფოსტის მისამართი ტელეფონის ნომრები | თქვენი შეკვეთების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის და, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, სარეკლამო შეტყობინებების გამოსაგზავნად | |
შევსებული ფორმები | თქვენთვის გამოხმაურების და სპეციალური შეთავაზებების მოსაწოდებლად, თქვენი მომხმარებელთა მხარდაჭერისადმი მოთხოვნის დასამუშავებლად, თქვენი აქციებში ან სხვა აქტივობებში მონაწილეობისათვის | |
ჩვენ ვიღებთ თქვენი მოწყობილობიდან და ჩვენი აპლიკაციიდან | IP მისამართი; მოწყობილობის ID, ტიპი და მოდელი; ინფორმაცია მობილურის ოპერაციული სისტემის შესახებ; ბრაუზერის ან მობილური აპლიკაციის შესახებ ინფორმაცია | თქვენს ანგარიშზე და ჩვენს IT სისტემებზე უსაფრთხო წვდომის უზრუნველსაყოფად |
ჩვენს აპლიკაციასთან ურთიერთობისას გენერირებულ მონაცემებს | შეკვეთის შესრულებისთვის საჭირო დრო; ყველაზე ხშირად შეკვეთილი მომსახურება ან საქონელი; ჩვენს აპლიკაციებთან ურთიერთობისას ნანახი ეკრანების რაოდენობა; შეკვეთის საშუალო ღირებულება | აპლიკაციისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად; შესაბამისი ფუნქციების უზრუნველსაყოფად, აპლიკაციის ინტერფეისის შესაცვლელად; ჩვენი კლიენტების ბაზის გასაფართოებლად; ჩვენი მარკეტინგული და ეკონომიკური სტრატეგიის გასაუმჯობესებლად; და არაავტორიზებული შეკვეთების თავიდან ასაცილებლად |
ავტორიზაციის ხელსაწყოს გამოყენებით მიღებული, რომელსაც იყენებთ ჩვენი კომპანიების ჯგუფის წევრების მიერ მოწოდებულ აპლიკაციებში | თქვენ მიერ მოძიებული ან მონახულებული მისამართები | აპლიკაციისა და მომხმარებლის ინტერფეისის გასაუმჯობესებლად და შეკვეთების ან მიწოდების მისამართების შეთავაზებისთვის |
ჩვენი მარკეტინგული სააგენტოებიდან მიღებული | წყაროს ან სარეკლამო ბმულის იდენტიფიკატორი, რომელიც გამოიყენება აპლიკაციების ჩამოსატვირთად ან წვდომისთვის | იმის გასაგებად, წარმატებულია თუ არა სარეკლამო კამპანია |
თქვენ აწვდით ინფორმაციას მომხმარებელთა მხარდაჭერას სოციალური მედიის საშუალებით | მითითებული თქვენს მიერ თქვენი შეხედულებისამებრ; ჩვენი შეხედულებისამებრ მოთხოვნილი | ჩვენს აპლიკაციებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად |
მონაცემები გენერირებული, როდესაც თქვენ უკავშირდებით ჩვენს მომხმარებელთა მომსახურებას და მძღოლებს, კურიერებს ან მიმწოდებლებს აპლიკაციის საშუალებით | საუბრების ჩანაწერები | დავების და საჩივრების გადასაწყვეტად; გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით |

2. თქვენს მიერ პირდაპირ მოწოდებული მონაცემები აუცილებელია აპლიკაციის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ასეთი მონაცემების გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ შეკვეთის განთავსებას, გადახდას ან სხვა ფუნქციების გამოყენებას.
3. აპლიკაციასთან თქვენი ურთიერთქმედების შედეგად მიღებული მონაცემები , მიღებული ავტორიზაციის ხელსაწყოს მეშვეობით, რომელსაც იყენებთ ჩვენი კომპანიების ჯგუფის წევრების მიერ მოწოდებულ აპლიკაციაში, ან მიღებული ჩვენი მარკეტინგული სააგენტოებიდან, გამოიყენება თქვენი უფლებების დაცვით ლეგიტიმური ინტერესების მისაღწევად.
4. ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ თქვენი თანხმობა მონაცემების გამოყენებაზე აქციებში ან სხვა ღონისძიებებში თქვენი მონაწილეობის ორგანიზებისთვის.
ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას შეგროვებული მონაცემებისა და მონაცემთა შეგროვების მიზნის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა ჩვენთან დაკავშირებით.
თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ასეთ თანხმობაზე და ეს არ იმოქმედებს ჩვენი აპლიკაციების გამოყენების შესაძლებლობაზე.
5. გამონაკლის შემთხვევებში, როგორიცაა სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან პანდემია, ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ თქვენი მონაცემები მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესების, თქვენი სასიცოცხლო ინტერესების ან მესამე მხარის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საზოგადოებრივი ინტერესის მიზეზების გამო.
6. ჩვენ ვიყენებთ მონაცემთა ავტომატიზირებულ დამუშავებას, როგორც ჩვენი თაღლითობის საწინააღმდეგო სისტემების ნაწილს, რომელიც ავტომატურად ამოიცნობს თქვენს აქტივობას აპლიკაციაში და ბლოკავს გარკვეულ ფუნქციებს ან შეკვეთის გაკეთების შესაძლებლობას. ეს კეთდება იმისათვის, რომ დროულად დავიცვათ თქვენი ანგარიში და ჩვენი ფინანსური ინტერესები, ასევე ჩვენი პარტნიორების და მესამე მხარეების ფინანსური ინტერესები თქვენსა და ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულების შესრულებაში.
თუ თვლით, რომ ჩვენმა სისტემამ შეცდომა დაუშვა, გთხოვთ შეგვატყობინოთ.
7. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს მათი დამუშავების მიზნის მიღწევამდე. ჩვენ შეიძლება გავაგრძელოთ თქვენი მონაცემების დამუშავება, თუ ასეთი დამუშავება კანონით არის მოთხოვნილი ან აუცილებელია ჩვენი უფლებებისა და ინტერესების, ასევე მესამე მხარის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.
მაგალითად, შეკვეთასთან დაკავშირებული მონაცემები ინახება შესაბამისი ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში.
8. სატელეფონო საუბრები ჩვენს მომხმარებელთა სერვისთან, ისევე როგორც მძღოლებთან, კურიერებთან ან მიმწოდებლებთან, იწერება, თუ ისინი კეთდება აპლიკაციების მეშვეობით ან აპლიკაციებში მითითებული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით.
ჩანაწერები შეიძლება გამოყენებულ იქნას დავების და სასამართლო პროცესების კონტექსტში, ასევე გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლისთვის.
მომხმარებელთა საუბრის ჩანაწერები მძღოლთან, კურიერთან ან მიმწოდებელთან ინახება 30 დღის განმავლობაში, ხოლო მომხმარებელთა საუბრის ჩანაწერები მომხმარებელთა მხარდაჭერით ინახება 3 თვის განმავლობაში. ისინი ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩვენი უფლებამოსილი პერსონალისთვის.
3. ვაზიარებთ/გადავცემთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
1. თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცემა მხოლოდ იმ მხარეებს, რომლებიც:
- (ა) უშუალო წვლილი შეაქვთ აპლიკაციით სერვისების მიწოდებაში:
ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მონაწილეობენ თქვენი შეკვეთის მიღებასა და დამუშავებაში და იმავე მიზნით პროგრამული გადაწყვეტილებების მიწოდებაში; ჩვენს შვილობილ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ავთენტიფიკაციის ინსტრუმენტებსა და მონაცემთა ცენტრებს; და კომპანიებს, რომლებიც გვეხმარებიან მომხმარებელთა მხარდაჭერაში. ამ კომპანიათა სია მოცემულია შემდეგ ბმულზე: https://yandex.ru/legal/affiliates_ka.
- (ბ) აქვთ უფლება მიიღონ თქვენი მონაცემები კანონის შესაბამისად:
მაგალითად, თუ სამართალდამცავი ორგანო სათანადოდ არის უფლებამოსილი ამის გასაკეთებლად.
- (გ) გვეხმარებიან ჩვენი აპლიკაციის გაუმჯობესებაში:
რეკლამა ან მოწყობილობის იდენტიფიკატორები შეიძლება გაზიარებული იყოს კომპანიებთან, რომლებიც გვაწვდიან სარეკლამო ან ანალიტიკურ სერვისებს. ინფორმაცია ტექნიკური შეცდომების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნება ჩვენი სერვისების გამოყენებისას, გადაეცემა ჩვენს ფილიალებს, რომლებიც მონაწილეობენ ჩვენი აპლიკაციების შემუშავებაში.
2. მხარეები, რომლებსაც ჩვენ ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს, შეიძლება მდებარეობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში.
ამ ქვეყნებიდან ზოგიერთი არ იძლევა მონაცემთა დაცვის იგივე დონეს ან მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, როგორც ქვეყანა, სადაც ჩვენ გთავაზობთ აპს. ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვიცავთ აუცილებელ პროცედურებს, რათა უზრუნველვყოთ თქვენი უფლებების პატივისცემა და თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა გადაცემის დროს და მის შემდეგ. ასეთი პროცედურები შეიძლება მოიცავდეს (1) ვალდებულებებს მონაცემთა დაცვის ხელშეკრულებებით, რომლებიც ეფუძნება შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილ მონაცემთა გადაცემის სტანდარტულ სახელშეკრულებო დებულებებს, და/ან (2) დამატებით სახელშეკრულებო ვალდებულებებს, რომელიც დაფუძნებულია იმ ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობის ჩვენი შეფასებით, სადაც არის მონაცემები გადაცემული და თქვენი მონაცემების დამუშავება და/ან (3) რეგისტრაციის ან გადაცემის ავტორიზაცია მონაცემთა დაცვის კომპეტენტური ორგანოსგან.
4. როგორ შეგიძლიათ თქვენი უფლებების უზრუნველჰყოფა?
თქვენ გაქვთ რიგი უფლებებისა პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონის ქვეშ.
ის თუ რა უფლებებს განკარგავთ თქვენ დამოკიდებულია ჩვენს მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების მიზეზზე და შესაბამის კანონზე.
1. წვდომის უფლება.
თქვენ ყოველთვის გაქვთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე.
თქვენ უფლება გაქვთ გვთხოვოთ თქვენი მონაცემების ასლი.
2. მონაცემებში ცვლილებების შეტანის უფელბა
თქვენ გაქვთ უფლება გვთხოვოთ ჩავასწოროთ ინფორმაცია, რომელზეც ფიქრობთ, რომ უზუსტობას შეიცავს. თქვენ ასევე გაქვთ უფლება გვთხოვოთ დავამატოთ ინფორმაცია.
როდესაც თქვენ შეხვალთ აპლიკაციაში ჩვენი აუთენტიფიკაციის ინსტრუმენტების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ აპში თქვენი მონაცემების ჩასწორება. თუ თქვენ ვერ შეძელით
მონაცემების ჩასწორება აპლიკაციის შიგნით, გთხოვთ მიმართოთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს.
3.უფლება უკან გაითხოვოთ თქვენი თანხმობა.
თქვენ გაქვთ უფლება უკან გაითხოვოთ თქვენი თანხმობა პირადი მონაცემების დამუშავებაზე.
4. მონაცემების წაშლის უფლება.
თქვენ გაქვთ უფლება გვთხოვოთ წავშალოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია გარკვეულ გარემოებებში, როგორიცაა, მაგალითად, თუ მონაცემები აღარ არის ჩვენთვის საჭირო, ან ჩვენ ვამუშავებთ მას ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, ან თუ მანამდე გაიწვიეთ თქვენი თანხმობა მონაცემების დამუშავების შესახებ, ან, თუ ჩვენ ისინი მოვიპოვეთ, როდესაც თქვენ იყავით არასრულწლოვანი ან სხვა კანონით განსაზღვრულ გარემოებებში.
5.დამუშავების შეზღუდვის უფლება.თქვენ გაქვთ უფლება შეზღუდოთ ჩვენს მიერ თქვენი მონაცემების დამუშავება გარკვეულ გარემოებების დროს. მაგალითად, თუ გნებავთ თქვენი პერსონალური მონაცემების ჩასწორება, თქვენ შეგიძლიათ თხოვოთ ჩნენს მხარდაჭერის გუნდს შეზღუდონ/შეაჩერონ მონაცემების დამუშავება, სანამ ისინი არ იქნება ჩასწორებული.
6. მონაცემების პორტირების უფლება
თუ თქვენი მონაცემები დამუშავებულ იქნა ავტომატიზებული საშუალებებით თქვენს
თანხმობაზე დაყრდნობით, თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ეს მონაცემები სტრუქტურირებული, ფართოდ გამოყენებადი და ტექნიკურად წაკითხვადი ფორმატით.
7. გასაჩივრების უფლება
თქვენ გაქვთ უფლება გაასაჩივროთ თქვენი მონაცემბის დამუშავება, თუ თვლით, რომ ეს არღვევს თქვენ უფლებებს. გაითვალისწინეთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა შეგიძლიათ
მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებზე დაყრდნობით.
თქვენ გაქვთ უფლება არ იყოთ ავტომატიზებული გადაწყვეტილებების საგანი, პროფაილინგის ჩათვლით. ჩვენ არ ვართ მიდრეკილნი პროფაილინგისაკენ.
8. სარჩელის შეტანის უფლება.ჩვენ მუდამ მზად ვართ განვიხილოთ თქვენი საჩივრები და შემოთავაზებები. გთხოვთ გამოგზავნოთ ისინი ჩვენს გუნდთან.
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიტანოთ სარჩელი შესაბის ზედამხედველ ორგანოში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა.
შესაბამისი ზედამხედველი ორგანოების სია და მათი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე (https://yandex.com/legal/yandexgo_list_of_sa).
5. როგორ ხდება ამ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა?
1. ჩვენ შეგვიძლია შეგატყობინოთ ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით (აპლიკაციის push-შეტყობინებები, SMS ან ელფოსტა), თუ ამ კონფიდენციალურობის შეტყობინებაში განხორციელდება ცვლილებები, რომლებიც არსებითად იმოქმედებს თქვენს უფლებებზე.
ეს ასე იქნება, მაგალითად, თუ დავამატებთ დამუშავებული მონაცემების ახალ კატეგორიებს ან ახალ მიზნებს, რისთვისაც ისინი მუშავდება. თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ნებისმიერი ასეთი ცვლილების ძალაში შესვლამდე.
6. როგორ დაგვიკავშირდეთ?
1. ჩვენს მონაცემთა დაცვის თანამშრომელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით: dpo-yt@yandex-team.com
2. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა დახმარებას მობილური აპლიკაციის საშუალებით შესვლის შემდეგ. აპლიკაციაში შესვლა თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევს.
გამოქვევნების თარიღი: 16.01.2024
დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_privacy_notice/21082023