Yandex Pro‑ს შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ
- 1. რა მიზანი აქვს წინამდებარე შეტყობინებას კონფიდენციალურობის შესახებ?
- 2. ვინ ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
- 3. რა სახის პერსონალური მონაცემები მუშავდება, როგორ და რისთვის?
- 4. როგორ არის დაცული თქვენი პერსონალური მონაცემები?
- 5. ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
- 6. ვის გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
- 7. რამდენი ხანი ინახება თქვენი პერსონალური მონაცემები?
- 8. რა უფლებები გაქვთ?
- 9. როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ?
- 10. როგორ ხდება ცვლილებების შეტანა წინამდებარე დოკუმენტში?
Yandex Pro არის მობილური და ვებსაიტზე დაფუძნებული აპლიკაცია (შემდგომში „აპლიკაცია“ ან „აპლიკაციები“), რომელიც უზრუნველყოფს წვდომას ფართო სპექტრის სერვისებზე, მათ შორის მგზავრობის მოთხოვნის, საკვების და პაკეტების მიტანის, ელექტრონული კომერციისა და ფინანსურ-ტექნოლოგიურ სერვისებზე და Yandex Go-ს მობილური და ვებსაიტზე დაფუძნებული აპლიკაციების მომხმარებლების (შემდგომში „მომხმარებლები“) შეკვეთების მიღების შესაძლებლობას.
1. რა მიზანი აქვს წინამდებარე შეტყობინებას კონფიდენციალურობის შესახებ?
თქვენ გვანდობთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ხოლო ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით მათ. ჩვენი მიზანია თქვენი კონფიდენციალურობის დაცვა და თქვენს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინებაში განმარტებულია, რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, რატომ და როგორ ვიყენებთ და ვუზიარებთ მათ სხვებს, ასევე, რა უფლებებით სარგებლობთ, როგორც მონაცემების სუბიექტი.
2. ვინ ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
|
ბრენდი |
ქვეყანა |
კომპანია |
მისამართი |
|
Yandex Go |
საქართველო |
შპს რაიდტექ ჯორჯია |
მერაბ ალექსიძის ქუჩა, № 12, კორპუსი „ბ“, ოფისი № 46, თბილისი, საქართველო |
|
მოლდოვა |
Ridetech S.R.L. |
65 Stefan cel Mare si Sfant Blvd., Office 806, Chisinau, Republic of Moldova (65 სტეფან ჩელ მარე ში სფანტ ბულვარი, ოფისი 806, კიშინიოვი, მოლდოვის რესპუბლიკა) |
|
|
ყირგიზეთის რესპუბლიკა |
SaparTech KG LLС |
Gorkogo Street ½, Technopark Center, Bishkek, Kyrgyz Republic (გორკოგოს ქუჩა ½, ტექნოპარკ ცენტრი, ბიშკეკი, ყირგიზეთის რესპუბლიკა) |
|
|
სერბეთი |
Ridetech RS LLC ბელგრადი |
Bulevar vojvode Bojovića 4g, Stari Grad, Belgrade, Serbia (ბულევარი ვოივოდე ბოიოვიჩა 4გ, სტარი გრადი, ბელგრადი, სერბეთი) |
|
|
უზბეკეთი |
YGo UB LLC |
2 Shahrizabz Street, Tashkent, Republic of Uzbekistan (შაჰრიზაბზის ქ. 2, ტაშკენტი, უზბეკეთის რესპუბლიკა) |
|
|
სომხეთი |
Ridetech AM LLC |
Moskovyan Street, Building 35, Yerevan, Armenia (მოსკოვიანის ქუჩა, შენობა 35, ერევანი, სომხეთი) |
|
|
ყაზახეთი |
Y.Taxi Qazaqstan LLP |
100/4 Nursultan Nazarbaev Avenue, Office 105, Almaty 050000, Republic of Kazakhstan (100/4 ნურსულთან ნაზარბაევის გამზირი, ოფისი 105, ალმათი 050000, ყაზახეთის რესპუბლიკა) |
|
|
თურქეთი |
YE Bilgi Teknolojileri Danışmanlık Ltd. Şirketi |
Halaskargazi Mahallesi, Halaskargazi Cd. No. 38-66/215 Şişli İstanbul, Turkey (№ 38-66/215 შიშლი, სტამბოლი, თურქეთი) |
2.1 თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კომპანია, რომელიც სერვისს გაწვდით ქვეყანაში, რომელშიც ამ სერვისს იყენებთ. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ზემოთ მოცემული ცხრილი.
2.2 სერვისის მომწოდებელი კომპანია იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ იყენებთ ამ სერვისს, მოქმედებს, როგორც მონაცემთა მაკონტროლებელი კონფიდენციალურობის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.
2.3 ჩვენს აპლიკაციებში გამოიყენება Yandex ID, როგორც ერთიანი ავთენტიფიკაციის საშუალება. ამ საშუალებას უზრუნველყოფენ სხვადასხვა კომპანიები, თქვენი მობილური ოპერატორის ქვეყნის მიხედვით, როგორც ეს არის განსაზღვრული Yandex ID სერვისის გამოყენების პირობებში (რომლებიც ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://yandex.com/legal/id_privacy_policy/en/). იმის გასაგებად, თუ როგორ ამუშავებენ ეს კომპანიები თქვენს პერსონალურ მონაცემებს, გაეცანით Yandex ID-ს სერვისის შეტყობინებას კონფიდენციალურობის შესახებ (ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://yandex.com/legal/id_privacy_policy/en/).
3. რა სახის პერსონალური მონაცემები მუშავდება, როგორ და რისთვის?
3.1 პერსონალური მონაცემების კატეგორიები, რომელთაც ვამუშავებთ, დამუშავების მიზანი და დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, მითითებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
|
მონაცემების კატეგორიები |
მიზნები |
იურიდიული საფუძვლები |
|
სახელი და გვარი ტელეფონის ნომერი ეროვნული პირადობის მოწმობის დეტალები მართვის მოწმობის დეტალები საცხოვრებელი ქვეყანა საცხოვრებელი ქალაქი მოქალაქეობა ელფოსტის მისამართი დაბადების თარიღი |
თქვენი ანგარიშის დარეგისტრირება თქვენი, როგორც მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ავტორიზაცია რეგისტრაციის პროცესში თქვენთან კომუნიკაციისთვის თაღლითობისა და პირადი მონაცემების მოპარვის თავიდან ასაცილებლად |
ხელშეკრულება იურიდიული ვალდებულება ლეგიტიმური ინტერესი თაღლითობის ან პირადი მონაცემების მოპარვის თავიდან აცილების მიმართ |
|
სახელი და გვარი ტელეფონის ნომერი ფოტო მძღოლობის გამოცდილება ავტომობილის მოდელი სახელმწიფო სანომრე ნიშანი |
მომხმარებლებისთვის მძღოლის ფოტოსა და დეტალების, ასევე ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად |
ხელშეკრულება |
|
რეფერალური კოდი |
რეფერალურ პროგრამაში თქვენი იდენტიფიცირების მიზნით |
ხელშეკრულება |
|
სახელი და გვარი ტელეფონის ნომერი ელფოსტის მისამართი ეროვნული პირადობის მოწმობის დეტალები დაბადების თარიღი დაბადების ადგილი მოქალაქეობა მართვის მოწმობის დეტალები პროფილის ფოტო ტაქსის ლიცენზია თქვენი მართვის მოწმობის ან ეროვნული პირადობის მოწმობის სკანირებული ასლი სელფი თქვენი მართვის მოწმობით ან ეროვნული პირადობის მოწმობით მართვის უფლების შეზღუდვები მძღოლის სავალდებულო დაზღვევის პოლისის დეტალები ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი |
თქვენი პერსონალური მონაცემების შესამოწმებლად თქვენი ავტომობილის მართვის ან ტრანსპორტირებისა თუ მიტანის სერვისების გაწევის უფლების შესამოწმებლად თქვენი შეკვეთების წაღების ან შეკვეთილი საკვების მომზადების უფლების შესამოწმებლად |
ხელშეკრულება ლეგიტიმური ინტერესი თაღლითობის ან პირადი მონაცემების მოპარვის თავიდან აცილების მიმართ |
|
სახელი და გვარი დაბადების თარიღი დაბადების ადგილი მოქალაქეობა გადახდილი თანხები სოციალური უსაფრთხოების ნომერი გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი |
თქვენი შემოსავლის შესახებ შესაბამისი ორგანოს ინფორმირებისთვის |
იურიდიული ვალდებულება |
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ნასამართლეობები |
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად |
თანხმობა იურიდიული ვალდებულება ლეგიტიმური ინტერესი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფის მიმართ |
|
სელფი |
შეკვეთებზე წვდომის მიცემამდე მძღოლის ავთენტიფიკაციისთვის |
ხელშეკრულება თანხმობა |
|
თაღლითობისა და პირადი მონაცემების მოპარვის თავიდან ასაცილებლად |
ლეგიტიმური ინტერესი თაღლითობის ან პირადი მონაცემების მოპარვის თავიდან აცილების მიმართ |
|
|
საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალები საბანკო ანგარიშის დეტალები ელსაფულის დეტალები მობილური ფულადი ანგარიშის დეტალები |
თქვენი კუთვნილი ანაზღაურების გადახდა |
ხელშეკრულება |
|
პროფილის სურათი |
მომხმარებლის უსაფრთხოების გასაზრდელად იმის დასადასტურებლად, რომ ანგარიშის მფლობელი და მძღოლი ერთი და იგივე პიროვნებაა მომხმარებლისთვის თქვენი ვინაობის დასადასტურებლად |
ლეგიტიმური ინტერესი ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფის მიმართ |
|
ხმის ჩაწერა |
შემთხვევის დროს თქვენი და მომხმარებლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად |
ლეგიტიმური ინტერესი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ |
|
შემთხვევის გამოძიების გასამარტივებლად და სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლოსთვის მტკიცებულების მიწოდების მიზნით |
საზოგადოებრივი ინტერესი |
|
|
მხარდაჭერის გასაწევად და დავების ან პრეტენზიების მოსაგვარებლად |
ხელშეკრულება |
|
|
ჩვენი მხარდაჭერის ხარისხის გასაკონტროლებლად |
ლეგიტიმური ინტერესი ჩვენი სერვისების ხარისხის მართვის მიმართ |
|
|
ელფოსტის მისამართი ტელეფონის ნომერი |
თქვენს შეკვეთებთან დაკავშირებით სამომსახურებო ინფორმაციის გაგზავნა მხარდაჭერის მოთხოვნების მისაღებად და დასამუშავებლად |
ხელშეკრულება |
|
ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ თქვენი ინფორმირებისთვის |
თანხმობა |
|
|
ფორმებში თავმოყრილი მონაცემები: სახელი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, მომხმარებლის გამოხმაურება, შეტყობინება, რეიტინგი ან მიმოხილვები |
გამოხმაურების მიღება ჩვენი სერვისების გაუმჯობესება |
ლეგიტიმური ინტერესი გამოხმაურების მიღებისა და მის საფუძველზე ჩვენი მომსახურების გაუმჯობესების მიმართ |
|
IP მისამართი მოწყობილობის ID მოწყობილობის ტიპი და მოდელი მობილური ოპერაციული სისტემა ბრაუზერისა და მობილური აპლიკაციის დეტალები |
თქვენს ანგარიშსა და ჩვენს საინფორმაციო-ტექნოლოგიურ სისტემებზე წვდომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა |
ლეგიტიმური ინტერესი ჩვენი სისტემებისა და ჩვენი მომხმარებლების მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ |
|
თაღლითობის თავიდან აცილება |
ლეგიტიმური ინტერესი თაღლითობის თავიდან აცილების მიმართ |
|
|
მართვის სტილი, მათ შორის სიჩქარე, აჩქარება და შენელება |
თქვენი მართვის სტილის მონიტორინგისთვის სიჩქარის შეზღუდვების დაცვის მონიტორინგისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად |
ხელშეკრულება ლეგიტიმური ინტერესი უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი |
|
გეოლოკაციის მონაცემები |
თქვენს რაიონში განთავსებული შეკვეთების შესამოწმებლად შეკვეთაზე თქვენს დასანიშნად თქვენი მდებარეობის მომხმარებლისთვის გასაგზავნად |
ხელშეკრულება |
|
სარეკლამო იდენტიფიკატორი |
მიზნობრივი რეკლამის მორგება |
თანხმობა |
|
Yandex-ის მომხმარებლის ID შეკვეთების სიხშირე შეკვეთის შესასრულებლად საჭირო დრო აპლიკაციებთან ინტერაქციისას ნანახი ეკრანები |
ჩვენი აპლიკაციების, მათი ინტერფეისებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად შესაბამისი ფუნქციების უზრუნველყოფა |
ლეგიტიმური ინტერესი ჩვენი აპლიკაციებისა და სერვისების გაუმჯობესების მიმართ |
|
მარკეტინგული მიზნებისთვის მომხმარებელთა აქტივობის ანალიზი ჩვენი მარკეტინგული და ბიზნესსტრატეგიის გაუმჯობესება |
ლეგიტიმური ინტერესი მარკეტინგული კვლევის ჩატარების მიმართ |
|
|
სახელი და გვარი ტელეფონის ნომერი ელფოსტა შეკვეთების სიხშირე შეკვეთების რაოდენობა |
თქვენი მოწვევა სამარკეტინგო კონკურსებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად |
თანხმობა |
|
შეკვეთის დეტალები და ისტორია გადახდის დეტალები საკონტაქტო ინფორმაცია სოციალური მედიის ანგარიში კომენტარები, დანართები და სხვა დეტალები, რომლებიც გააგზავნეთ ან რომლებიც მხარდაჭერის სამსახურის გუნდმა მოითხოვა თქვენგან |
მხარდაჭერის გასაწევად |
ხელშეკრულება |
|
საუბრების ჩაწერა კომუნიკაცია აპლიკაციებში ან სხვა საშუალებებით თქვენ მიერ მოწოდებული სხვა მონაცემები |
ჩვენი ან მესამე მხარეების ლეგიტიმური უფლებების დაცვა დავებისა და სამართლებრივი პრეტენზიების მოგვარება გაწეული სერვისის ხარისხის მართვა |
ლეგიტიმური ინტერესი ჩვენი უფლებების დაცვის, დავების მოგვარებისა და ჩვენი მომსახურების ხარისხის გაკონტროლების მიმართ |
3.2 ეს პერსონალური მონაცემები სავალდებულოა ანგარიშის რეგისტრაციისთვის: თქვენი სახელი ან ფსევდონიმი და ტელეფონის ნომერი. თუ ამ ინფორმაციას არ მოგვაწვდით, თქვენი ანგარიშის რეგისტრაციას ვერ შეძლებთ.
ეს პერსონალური მონაცემები სავალდებულოა თქვენი ანგარიშის გამოყენებისთვის: მართვის მოწმობის დეტალები, ეროვნული პირადობის მოწმობის დეტალები და ტაქსის ლიცენზიის დეტალები. თუ ამ ინფორმაციას არ მოგვაწვდით, შეკვეთების მიღებას ვერ შეძლებთ.
3.3 შეგიძლიათ უარყოთ თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. ამის მიუხედავად, მაინც შეძლებთ ჩვენი აპლიკაციების გამოყენებას. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი თქვათ თანხმობაზე. ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ ან გამოიყენოთ ავტომატიზებული საშუალებები, თუ ისინი ხელმისაწვდომია თქვენს აპლიკაციაში ან/და ქვეყანაში.
3.4 აუდიოს და ვიდეოს ჩაწერა ავტომობილში საგანგებო ფუნქციაა. ის მხოლოდ საფრთხის, კონფლიქტის ან საშიშროების გამონაკლის შემთხვევებში იქნება გამოყენებული, როდესაც მძღოლი გაააქტიურებს კონფლიქტის ღილაკს Yandex Pro-ს გამოყენების პირობების შესაბამისად. ჩაწერის დაწყებამდე მომხმარებელი და მძღოლი – ორივე შესაბამის შეტყობინებას იღებს დავების გადაწყვეტისა და უსაფრთხოების მიზნებისთვის.
4. როგორ არის დაცული თქვენი პერსონალური მონაცემები?
4.1 ჩვენ დავნერგეთ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დავიცვათ არასანქცირებული, შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, დაკარგვისგან, შეცვლისგან, არამართლზომიერი გამოყენებისგან, გამჟღავნებისა თუ მათზე წვდომისგან, ასევე, ნებისმიერი უკანონო დამუშავებისგან.
4.2 აღნიშნული უსაფრთხოების ზომები დაინერგა თანამედროვე ტექნიკური საშუალებების, დანერგვის ღირებულების, დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების, ასევე, შესაბამისი პერსონალური მონაცემების ტიპის გათვალისწინებით.
4.3 პერსონალური მონაცემები ხშირ შემთხვევაში მუშავდება ავტომატურად, მათზე ჩვენი თანამშრომლების მხრიდან წვდომის გარეშე. ამის მიუხედავად, თუ ამგვარი წვდომა აუცილებელია, თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მიღებას მხოლოდ ის თანამშრომლები შეძლებენ, რომელთა თანამდებობრივი ვალდებულებები მოითხოვს ამ ინფორმაციის გამოყენებას. აღნიშნული თანამშრომლები ვალდებული არიან დაიცვან შიდა წესები და პროტოკოლები პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, ასევე, უსაფრთხოების ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად.
5. ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
5.1 თქვენი პერსონალური მონაცემები ზიარდება მხარეებთან, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან აპლიკაციის მეშვეობით სერვისების მოწოდებაში, ესენია:
- პარტნიორები, რომლებიც მონაწილეობენ თქვენი შეკვეთის მიღებასა და დამუშავებაში, ასევე, ამ მიზნით პროგრამული გადაწყვეტილებების მიწოდებაში;
- პარტნიორები, რომლებიც უზრუნველყოფენ გადახდის სერვისებს, ელექტრონული გადახდის ფუნქციონალობას, ელექტრონული საფულის სერვისებს და მობილური ფულის სერვისებს;
- პარტნიორები, რომლებიც აძლევენ ჩვენს მომხმარებლებს ვირტუალურ საბანკო ბარათებს, თუ ეს სერვისი ხელმისაწვდომია იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ იყენებთ აპლიკაციას;
- მიკროსაფინანსო დაწესებულებები, რომლებიც სესხებს გასცემენ, თუ ეს სერვისი ხელმისაწვდომია იმ ქვეყანაში, რომელშიც აპლიკაციას იყენებთ;
- პარტნიორები, რომლებიც ახორციელებენ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასა და მომხმარებლის შემოწმებას;
- აფილირებული პირები, რომლებიც ავთენტიფიკაციის საშუალებებს უზრუნველყოფენ;
- აფილირებული პირები და მესამე მხარეები, რომლებიც გვაწვდიან სერვერებს, მონაცემთა შენახვის და სხვა ინფრასტრუქტურულ საშუალებებს;
- აფილირებული პირები და მესამე მხარეები, რომლებიც მომხმარებლის მხარდაჭერაში გვეხმარებიან; და
- სადაზღვევო კომპანიები.
პერსონალური მონაცემების დამუშავებაში ჩართული სუბიექტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე: https://yandexgo.com/legal/list_of_le_data_processing. არ არის აუცილებელი, რომ ყველა ჩამოთვლილი სუბიექტი ჩართული იყოს თქვენი მონაცემების დამუშავებაში, რადგან მათი ჩართულობა დამოკიდებულია მომსახურებაზე, რომლითაც სარგებლობთ და ქვეყანაზე, რომელშიც მას იყენებთ.
5.2 თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცემა მხარეებს, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც ექვემდებარება შესაბამისი მონაცემთა მაკონტროლებელი:
- მაგალითად, თუ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის კანონიერი უფლება, ან ფინანსურ მარეგულირებლებს აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება გამოიძიონ საეჭვო ქმედებები ან ტრანზაქციები (თქვენი ქვეყნის ან/და იმ ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც დაფუძნებულია ჩვენი სუბიექტი, რომელიც მომსახურებას გიწევთ).
5.3 თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცემა მხარეებს, რომლებიც ჩვენი აპლიკაციების გაუმჯობესებაში გვეხმარებიან:
- მაგალითად, მონაცემები იმ ტექნიკური შეცდომების შესახებ, რომლებიც ფიქსირდება ჩვენი მომსახურებების გამოყენებისას, გადაეცემათ ჩვენს აფილირებულ კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან ჩვენი აპლიკაციების შემუშავებაში.
5.4 თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცემა მხარეებს, რომლებიც გვეხმარებიან თქვენთვის პროდუქტების, სერვისებისა და შემოთავაზებების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაში:
- მაგალითად, სარეკლამო ან მოწყობილობის იდენტიფიკატორები, შესაძლოა, გადაეცეთ კომპანიებს, რომლებიც გვაწვდიან სარეკლამო ან ანალიტიკურ მომსახურებებს.
6. ვის გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
მხარეები, რომლებსაც თქვენს პერსონალურ მონაცემებს გადავცემთ, შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყანაში იყოს განლაგებული.
ამ ქვეყნებიდან ზოგიერთში, შესაძლოა, არ იყოს უზრუნველყოფილი მონაცემების ან მონაცემთა სუბიექტების უფლებების იმავე დონის დაცვა, რაც იმ ქვეყანაში, რომელშიც მომსახურებით სარგებლობთ. ასეთ შემთხვევებში ჩვენ მივმართავთ აუცილებელ პროცედურებს თქვენი უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად როგორც მათი გადაცემის პროცესში, ისე გადაცემის შემდეგ.
აღნიშნულ პროცედურებში, შესაძლოა, შედიოდეს (კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით):
- მონაცემთა დაცვის ვალდებულებები მონაცემთა გადაცემისთვის შესაბამისი ორგანოების მიერ გამოცემული სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებების მეშვეობით;
- დამატებითი სახელშეკრულებო ვალდებულებები ჩვენი იმ ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობის შეფასების საფუძველზე, სადაც ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა და დამუშავება;
- გადაცემის რეგისტრაცია ან ავტორიზაცია მონაცემთა დაცვის კომპეტენტური ორგანოს მიერ; და/ან
- დამატებითი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები თქვენს პერსონალურ მონაცემებზე უკანონო, ანუ იმ ქვეყნის კანონმდებლობასთან შეუთავსებელი, სადაც ჩვენ გაწვდით სერვისს, ან არაავტორიზებული წვდომის თავიდან ასაცილებლად.
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ინფორმაციისთვის იმ ქვეყნების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია, თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცეს სხვას, ასევე უსაფრთხოების ზომების შესახებ.
7. რამდენი ხანი ინახება თქვენი პერსონალური მონაცემები?
7.1 თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ დამუშავების მიზნის მიღწევამდე.
7.2 შენახვის ფაქტობრივი პერიოდი დამოკიდებულია დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებსა და ქვეყანაზე, რომელშიც ისინი მუშავდება. გთხოვთ, გაეცნოთ თქვენი ქვეყნისთვის განკუთვნილ მონაცემთა შენახვისა და წაშლის სპეციფიკურ პოლიტიკას (რომელიც ხელმისაწვდომია მისამართზე https://yandex.com/legal/yandex_go_retention_policy/en/) ან ცხრილს, რომელიც შეიცავს შესაბამის შენახვის ვადებს თქვენი მდებარეობისთვის.
7.3 თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შესაძლოა, თქვენ მიერ ჩვენი აპლიკაციებიდან მათი წაშლის შემდეგაც გავაგრძელოთ, თუ აღნიშნული დამუშავება მოითხოვება კანონით ან საჭიროა ჩვენი უფლებებისა და ინტერესების ან მესამე მხარეების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, კერძოდ, სასამართლო პროცესის კონტექსტში.
მონაცემების წაშლის შესაძლებლობა, შესაძლოა, იზღუდებოდეს კანონებითაც, რომლებიც ეხება აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას.
8. რა უფლებები გაქვთ?
კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობა გარკვეულ უფლებებს განიჭებთ. თქვენი უფლებები დამოკიდებულია მოქმედ კანონმდებლობასა და მიზანზე, რომლისთვისაც მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები.
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამოუკიდებლად მიიღოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე, ასევე, შეასწოროთ ან წაშალოთ ისინი, ჩვენი ავთენტიფიკაციის ხელსაწყოს გამოყენებით აპლიკაციაში შესვლის შემდეგ.
ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ჩვენი აპლიკაციების მეშვეობით დაკავშირების გზით შეგიძლიათ ისარგებლოთ ქვემოთ ჩამოთვლილი უფლებებით.
8.1 წვდომის უფლება
თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ყოველთვის გაქვთ. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის ასლი.
8.2 შესწორების უფლება
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ იმ ინფორმაციის განახლება ან შესწორება, რომელიც, თქვენი აზრით, არასწორი, არაზუსტი ან მოძველებულია. ასევე, უფლება გაქვთ მოითხოვოთ იმ ინფორმაციის შევსება, რომელიც, თქვენი აზრით, არასრულია.
8.3 თანხმობის გამოხმობის უფლება
თქვენ უფლება გაქვთ გამოიხმოთ თქვენი თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, თუ აღნიშნული დამუშავება ხორციელდება თქვენი თანხმობის საფუძველზე.
8.4 წაშლის უფლება
თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა გარკვეულ გარემოებებში, მაგალითად, თუ მონაცემები აღარ არის საჭირო ჩვენი მიზნებისთვის, თუ თქვენს მონაცემებს მოქმედი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ან სხვა მხრივ უკანონოდ ვამუშავებთ, თუ თქვენი თანხმობა გამოიხმეთ (როცა დამუშავება ხორციელდებოდა თქვენი თანხმობის საფუძველზე), თუ თქვენი მონაცემები შევაგროვეთ, როცა არასრულწლოვანი იყავით, ან სხვა გარემოებებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.5 დამუშავების შეზღუდვის უფლება
უფლება გაქვთ შეზღუდოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გარკვეულ გარემოებებში — მაგალითად, თუ გსურთ ისარგებლოთ შესწორების შეტანის უფლებით, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეზღუდვა, სანამ არ შეიტანთ შესწორებას.
8.6 მონაცემების გადატანის უფლება
თუ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება ავტომატიზებული საშუალებებით თქვენი თანხმობის საფუძველზე ან ჩვენთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე (მაგ., აპლიკაციის ფუნქციური შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად), უფლება გაქვთ მიიღოთ თქვენი მონაცემები სტრუქტურირებულ, საყოველთაოდ გავრცელებულ და მანქანით წაკითხვად ფორმატში.
8.7 გაპროტესტების უფლება
თქვენ უფლება გაქვთ გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუ თვლით, რომ მათი დამუშავება თქვენს უფლებებს არღვევს. გაითვალისწინეთ, რომ გაპროტესტების უფლებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მონაცემებს ლეგიტიმური ინტერესების ან საჯარო ინტერესის საფუძველზე ვამუშავებთ.
თქვენ უფლება გაქვთ არ დაექვემდებაროთ გადაწყვეტილებას, რომელიც მხოლოდ ავტომატიზებულ დამუშავებას ეფუძნება, პროფილირების ჩათვლით.
8.8 საჩივრის შეტანის უფლება
ჩვენ მუდამ მზად ვართ თქვენი საჩივრებისა და შემოთავაზებების განსახილველად. გაუგზავნეთ ისინი ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, უფლება გაქვთ შეიტანოთ საჩივარი ზედამხედველობის ორგანოში თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის, სამუშაო ადგილის ან სავარაუდო დარღვევის ადგილის მიხედვით.
შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების სია და მათი საკონტაქტო დეტალები ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://yandex.com/legal/yandexgo_list_of_sa/.
9. როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ?
9.1 თუ დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს მობილური აპლიკაციის მეშვეობით, მასში შესვლის შემდეგ.
9.2 ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს (DPO) შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ელფოსტის მისამართზე data_privacy@yandex-team.com.
9.3 აუცილებლად მიუთითეთ თქვენს შეტყობინებაში ტელეფონის ნომერი, რომელიც აპლიკაციაში რეგისტრაციისას გამოიყენეთ, რომ თქვენი სწრაფად იდენტიფიცირება და თქვენი მოთხოვნის ეფექტურად დამუშავება მოხერხდეს.
10. როგორ ხდება ცვლილებების შეტანა წინამდებარე დოკუმენტში?
კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინებაში არსებითი ცვლილებების შეტანისას თქვენი ინფორმირების მიზნით, შესაძლოა, გამოვიყენოთ ხელმისაწვდომი მეთოდები (push-შეტყობინება აპლიკაციაში, SMS ან ელფოსტა).
გამოქვეყნების თარიღი: 07.11.2025
დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandexgo.com/legal/yandexpro_privacy_notice/ka/29092025