იანდექს ტაქსის მომხმარებლების რეფერალურიპროგრამისწესები
მოიწვიეთ მეგობრები იანდექს ტაქსის მომსახურებით სარგებლობისთვის და გაუზიარეთ თქვენი პრომოკოდი. თქვენი პრომოკოდის გამოყენებით მოწვეული მეგობრები სერვისით სარგებლობის პირველი მგზავრობისას მიიღებენ ფასდაკლებას, თქვენ კი ყოველ მოწვეულ მეგობარზე მიიღებთ იმავე თანხის ფასდაკლებას სერვისით სარგებლობის მომდევნო მგზავრობისას.
ფასდაკლება, პროგრამის მოქმედების ტერიტორია მითითებულია წინამდებარე წესების № 1 ცხრილში.
I. ზოგადი დებულებები
1.1. იანდექს ტაქსის მომხმარებლების რეფერალური პროგრამის წინამდებარე წესებში (შემდეგ – „პროგრამის წესები“) გამოიყენება შემდეგი ტერმინები და განსაზღვრებები:
1.1.1. პროგრამა – მარკეტინგული აქცია, რომელიც იანდექს ტაქსის მომსახურების მქონე ქალაქებში ტარდება მისი მომსახურების პოპულარიზაციისთვის.
1.1.2. პროგრამის ორგანიზატორი, ორგანიზატორი – Yandex.Taxi B.V (შემდეგ – იანდექს ტაქსი).
1.1.3. იანდექს ტაქსის მომსახურება, მომსახურება – აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მგზავრების გადაყვანის, ბარგის გადატანის და/ან სხვა სატრანსპორტო მომსახურებების მოთხოვნის საშუალებას აძლევს და მომხმარებლის მიეირ ტაქსით სარგებლობის მოთხოვნების ავტომატურ დამუშავებას და გადაცემას ახდენს.
1.1.4. მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს მომსახურებით დოკუმენტში „იანდექს ტაქსის მომსახურების სარგებლობის პირობები“მოცემული პირობების შესაბამისად, რომელიც მოცემულია შემდეგ მისამართზე: https://yandex.com/legal/taxi_termsofuse_ka.
1.1.5. პროგრამისმონაწილე – იანდექს ტაქსის პროგრამის მომხმარებელი, რომელმაც ერთხელ უკვე იმგზავრა ინადექს ტაქსის მომსახურების საშუალებით და მიიღო მოსაწვევი პრომოკოდი.
1.1.6. მოწვევის პირადი პრომოკოდი – სიმბოლოების გარკვეული თანმიმდევრობა, რომლის აქტივაციისას და პრომოკოდის გამოყენების პირობების (https://taxi.yandex.com/promocode/?lang=ka) და მეგობრების პროგრამის წესების დაცვის შემთხვევაში მიიღება ფასდაკლება მომსახურებით განხორციელებულ პირველ მგზავრობაზე.
1.1.7. მეგობარი – მომხმარებელი, რომელმაც პირდაპირ პროგრამის მონაწილისგან მიიღო პირადი მოსაწვევი კოდი.
1.1.8. მეგობრის პროგრამაში მონაწილის პრომოკოდი – სიმბოლოების გარკვეული თანმიმდევრობა, რომლის აქტივაციისას და პრომოკოდის გამოყენების პირობების დაცვის შემთხვევაში, რომელიც გათვალისწინებულია პრომოკოდების მომხმარებლის წესებში და პროგრამის წესების დაცვის შემთხვევაში, პროგრამის მონაწილე მიიღებს იანდექს ტაქსის მომსახურებით განხორციელებულ პირველ მგზავრობაზე ფასდაკლებას.
1.1.9. პროგრამის მიმდინარეობის ვადა – უვადო.
1.1.10. პრომოკოდით სარგებლობის წესები – დოკუმენტი, რომელიც მოთავსებულია მისამართზე: https://taxi.yandex.com/promocode/?lang=ka.
1.1.11. სამომხმარებლო ხელშეკრულება – დოკუმენტი, რომელიც მოთავსებულია მისამართზე: https://yandex.com/legal/taxi_termsofuse_ka და წარმოადგენს იანდექს ტაქსის მომსახურებით სარგებლობის შეთავაზებას.
1.1.12. აპლიკაცია იანდექს ტაქსი – იანდექს ტაქსის მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია AppStore და Google Play მაღაზიებში.
1.1.13. პროგრამის მიმდინარეობის ტერიტორია – საქართველოს რესპუბლიკაში იანდექს ტაქსის მომსახურებაში ჩართული ქალაქები მოცემულია № 1 ცხრილში.
1.2. პროგრამაშ გამოყენებული სხვა ტერმინები განმარტებულია სამომხმარებლო ხელშეკრულების და პრომოკოდებით სარგებლობის წესების შესაბამისად.
1.3. პროგრამის მონაწილეები ვალდებულნი არიან გაეცნონ პროგრამის წესებს. იანდექს ტაქსის მომსახურებაზე რეგისტრაციისას, მონაწილე ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება პროგრამის წესებს.
1.4. მეგობარი ვალდებულია გაეცნოს პროგრამის წესებს. მოწვევის პირადი პრომოკოდის გამოყენებით მეგობარი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება პროგრამის წესებს.
1.5. მოწვევის პირადი პრომო კოდის და/ან მეგობრის პროგრამაში მონაწილის პრომო კოდის გამოყენების ფასდაკლება მოქმედებს იმ შემთხვევებში და პირობებში, რომელიც გათვალისწინებულია პრომო კოდების გამოყენების წესებში და წინამდებარე წესებში.
1.6. პროგრამა არ არის ლარატეა, ან რისკზე დაფუძნებული სხვა სახის თამაში.
1.7. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს.
II. პროგრამის აღწერა
2.1. იანდექს ტაქსის მომსახურების გამოყენებით პირველი მგზავრობის შემდეგ, პროგრამის მონაწილე იანდექს ტაქსის მობილური აპლიკაციის განყოფილებაში «ფასდაკლებები» აისახება მოწვევის პირადი კოდი.
2.2. პროგრამის მონაწილეს შეუძლია მოწვევის პირადი კოდი გაუგზავნოს მეგობარს (მეგობრებს). მოწვევის პირადი კოდი შეიძლება გადაეგზავნოს მეგობრების განუსაზღვრელ რაოდენობას.
2.3. მეგობრისთვის (მეგობრებისთვის) მოწვევის პირადი კოდის გადაცემისას პროგრამის მონაწილე იღებს ვალდებულებას გააცნოს მეგობარს (მეგობრებს) მოწვევის პირადი კოდის გამოყენებით ფასდაკლებით სარგებლობის პირობების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია.
2.4. პროგრამის მონაწილის და მეგობრის მიერ ფასდაკლების მისაღებად, მეგობარმა უნდა დააყენოს იანდექს ტაქსის მობილური აპლიკაცია, გაააქტიუროს მოწვევის პირადი კოდი, იმგზავროს იანდექს ტაქსის მომსახურებით.
პროგრამის მონაწილე და მეგობარი ფასდაკლებას ვერ მიიღებს თუ მგზავრის გადაყვანის ან ბარგის გადატანის მომსახურების შეკვეთისას მეგობარი არ გაააქტიურებს იანდექს ტაქსის აპლიკაციაში მოწვევის პირად კოდს.
2.5. მეგობრის მიერ იანდექს ტაქსის მომსახურების გამოყენებით პირველი მგზავრობის შემდეგ, პროგრამის მონაწილეს გაეგზავნება მეგობრის პროგრამის მონაწილის პრომო კოდი.
პროგრამის მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ მეგობრის პროგრამაში მონაწილის პრომო კოდი იანდექსის ტაქსის მომსახურებით მომდევნო მგზავრობისას, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იანდექსის ტაქსის მომსახურებით მგზავრობისას მოცემულ პუნქტში არსებული ვადის გასვლის შემდეგ, მეგობრის პროგრამაში მონაწილის პრომო კოდის ფასდაკლება არ მოქმედებს.
2.6. პროგრამის მონაწილეს შეუძლია მოწვევის პირადი კოდი გამოიყენოს მხოლოდ მეგობრისთვის (მეგობრებისთვის) გასაგზავნად და მხოლოდ არაკომერციული/პირადი მიზნით. მოწვევის პირადი კოდის გავრცელება, განთავსება, გამოქვეყნება და/ან სხვა სახით ხელმისაწვდომად გახდომა იკრძალება, მათ შორის ინტერნეტში გაურკვეველი პირებისთვის გაზიარება, მაგრამ არა მხოლოდ კომერციულ საიტებზე, მესენჯერებში, ბლოგებში, ასევე მაობრივი დაგზავნის სახით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ ელექტრონული ფოსტით, ტექსტური შეტყობინებით ან ავტომატური სისტემებით და ბოტებით. თუ პროგრამის ორგანიზატორს აქვს ინფორმაცია, რომ მოწვევის პირადი კოდი გადაიგზავნა, გამოქვეყნდა და/ან სხვა სახით ხელმისაწვდომი გახდა მოცემული 2.6 წესის დარღვევით, პროგრამის ორგანიზატორს აქვს უფლება გააუქმოს მოწვევის მსგავსი პირადი პრომო კოდი პროგრამის მონაწილისთვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, მეგობრის პროგრამაში მონაწილის ფასდაკლება არ არის ხელმისაწვდომი.
არსებულ წესებში მითითებული პრომო კოდების არაკეთილსინდისიერი ან ბოროტად გამოყენების აღმოსაფხვრელად იანდექს ტაქსი იტოვებს უფლებას მიიღოს სხვა, მოცემულ წესებში არ არსებული გადამოწმების ზომები, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: გადაამოწმოს, რომ მეგობარი მართლაც პირველად მგზავრობს იანდექსის ტაქსის მომსახურების გამოყენებით. ასევე პრომო კოდების არაკეთილსინდისიერი და/ან ბოროტად გამოყენების გამოვლენის შემთხვევაში ფასდაკლებაზე უარის თქვას.
III. პროგრამის სხვა პირობები
3.1. ორგანიზატორს აქვს უფლება ნებისმიერ დროს ცალმხრივად ჩამოაცილოს პროგრამის მონაწილე პროგრამაში მონაწილეობიდან, მათ შორის, თუ პროგრამის მიმდინარეობისას გაურკვევა, რომ მონაწილე არღვევს პროგრამის წესებს.
3.2. ორგანიზატორს არ აქვს პასუხისმგებლობა მოვალეობების შეუსრულებლობაზე ან არასათანადო შესრულებაზე, ასევე პროგრამაში მონაწილეების პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირდაპირ, ირიბ, განსაკუთრებულ დანაკარგებზე და ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ტელეკომუნიკაციის და ენერგო ქსელების ხარვეზების, მავნე პროგრამების, მესამე პირის არაკეთილსინდისიერი ქმედების, არაავტორიზებული წვდომისთვის განსაზღვრული და/ან აპარატული და პროგრამული საშაულებების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად, ისევე, როგორც სხვა ფორსმაჟორული სახის გაუთვალისწინებელი ძალებით. ორგანიზატორი არ არის ვალდებული მსგავს შემთხვევაში დანაკარგები აუნაზღაუროს მონაწილეს.
3.3. ორგანიზატორს აქვს უფლება პროგრამის მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს გადახედოს პროგრამის ვადებს და პირობებს, მათ შორის პროგრამის დაუყოვნებლად შეწყვეტის საკითხს.
პროგრამის წესების ახალი ვერსიასთან არ გაცნობის რისკი ეკისრება პროგრამის მონაწილეს.
იმ შემთხვევაში თუ, პროგრამის ორგანიზატორის მიერ არსებულ წესებში შევა რაიმე სახის ცვლილება, რომელსაც პროგრამის მონაწილე არ ეთანხმება, ის ვალდებულია შეწყვიტოს პროგრამაში მონაწილეობა.
3.4. ორგანიზატორს აქვს უფლება უარი უთხრას პროგრამის მონაწილეს მოწვევის პირადი პრომო კოდის მიწოდებაზე და/ან მეგობრობის პროგრამის მონაწილის პრომო კოდზე, თუ მათ საკუთარი თავის შესახებ მცდარი ინფორმაცია წარმოადგინეს ან რაიმე სხვა სახით დაარღვიეს პროგრამის წესები.
3.5. პროგრამაში მონაწილეობით პროგრამის მონაწილე ადასტურებს, რომ გაეცნო პროგრამის წესებს და ეთანხმება პროგრამის არსებულ წესებს, ასევე იღებს ვალდებულებას დაიცვას პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში ყველა ზემოხსენებული წესი.
ცხრილი № 1
იანდექს ტაქსის მომხმარებლების მიერ რეფერალური პროგრამის გამოყენების პირობები
№ | ქალაქი | მოსაწვევი პრომო კოდის მიხედვით ფასდაკლება |
---|---|---|
1 | თბილისი | 3 ლარი |
№ | ქალაქი | მოსაწვევი პრომო კოდის მიხედვით ფასდაკლება |
---|---|---|
1 | თბილისი | 3 ლარი |
Date of publication: 18.07.2019