YANDEX GO PRIVACY NOTICE

Please select a relevant country.

შეტყობინება Yandex Go‑ს კონფიდენციალურობის შესახებ

 

Yandex Go მობილური და ვებაპლიკაციაა (შემდგომში „აპლიკაცია“), რომელიც შემუშავებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების საერთაშორისო კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს ოფისები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენი აპლიკაციების საშუალებით შეგიძლიათ ტრანსპორტირებისა და მიტანის მომსახურებების შეკვეთა ჩვენს პარტნიორებთან და აფილირებულ კომპანიებთან.

1. რა მიზანი აქვს წინამდებარე შეტყობინებას კონფიდენციალურობის შესახებ?

ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ პერსონალური მონაცემები, ამიტომ გვსურს, ჩვენი საქმიანობა და თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესი გამჭვირვალე იყოს.

შესაბამისად, კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინების მიზანია, გაცნობოთ, როგორ და რატომ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

2. ვინ ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

2.1 თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს თქვენს ქვეყანაში მომსახურების მომწოდებელი კომპანია.

ასეთი კომპანია მოქმედებს, როგორც „მონაცემთა მაკონტროლებელი“, კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ მოქმედი კანონების შესაბამისად, და განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებსა და მეთოდებს.

ბრენდი ქვეყანა კომპანია მისამართი
Yandex Go საქართველო შპს რაიდტექ ჯორჯია დავით აღმაშენებლის გამზ. 129ა, მაღაზია №4, თბილისი, საქართველო

2.2 ჩვენს აპლიკაციებში გამოიყენება ერთიანი ავთენტიფიკაციის ხელსაწყო. რეგისტრაციის შემდეგ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი აპლიკაციებით ნებისმიერ ქვეყანაში, რომელშიც მათ ვავრცელებთ. თქვენი პერსონალური მონაცემები არ გაზიარდება სხვა აპლიკაციებთან, რომლებსაც ვავრცელებთ, თუ არ გადაწყვეტთ აღნიშნული აპლიკაციების გამოყენებას.

3. რა სახის პერსონალურ მონაცემები მუშავდება, როგორ და რისთვის?

იმ პერსონალური მონაცემების კატეგორიები, რომლებსაც ვამუშავებთ, აღნიშნული მონაცემების წყარო, დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძველი შემდეგია:

წყარო მონაცემების კატეგორიები მიზნები სამართლებრივი საფუძველი
თქვენ მიერ მოწოდებული სახელი ან ფსევდონიმი, ტელეფონის ნომერი

i) თქვენი, როგორც ჩვენი მომხმარებლის, იდენტიფიცირება და ავტორიზება, თქვენი ანგარიშის რეგისტრირება და თქვენს შეკვეთასთან დაკავშირებით თქვენთან კომუნიკაციის წარმოება

ii) თქვენი საგადახდო ოპერაციების დამუშავება

ხელშეკრულება*
მისამართები შეკვეთებისთვის შესაკვეთად ხელმისაწვდომი მომსახურებების ან პროდუქტების ჩვენება, შეძენაა და მოტანა თქვენს ტერიტორიაზე, თქვენი შეკვეთის განთავსება, დამუშავება და შესრულება, მისამართების სწრაფად არჩევის შესაძლებლობისა და თქვენი ანგარიშის მხარდაჭერის უზრუნველყოფა ხელშეკრულება*
მომხმარებლის კომენტარები და პრიორიტეტები თქვენი შეკვეთის დამუშავება და შესრულება თქვენი პრიორიტეტების შესაბამისად ხელშეკრულება*
საბანკო ინფორმაცია თქვენი საგადახდო ოპერაციების დამუშავება ხელშეკრულება*
თქვენი გამოსახულება და ხმის ჩანაწერი თქვენი ვინაობის შემოწმება და მძღოლისთვის დადასტურება, ასევე, ავტომობილში თქვენი ხმისა და გამოსახულების ჩაწერა უბედური შემთხვევის დროს****

i) თანხმობა**

ii) უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმური ინტერესი

iii) საჯარო ინტერესი

(მომსახურების გაწევის ქვეყანაში მოქმედი რეგულაციისა და უსაფრთხოების რეჟიმის მიხედვით)

ელფოსტის მისამართი

i) თქვენი შეკვეთების შესახებ სერვისის ინფორმაციის გამოგზავნა, ჩვენს აპლიკაციებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება

ii) ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პროდუქტებისა და შემოთავაზებების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, მარკეტინგულ კონკურსებში ან სხვა აქტივობებში თქვენი მონაწილეობის ორგანიზება.

i) ხელშეკრულება*

ii) თანხმობა**

შევსებულ ფორმებში შეყვანილი მონაცემები: სახელი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, მომხმარებლის შეტყობინება ან გამოხმაურება

i) გამოხმაურების უზრუნველყოფა

ii) მომხმარებელთა მხარდაჭერისადმი თქვენი მოთხოვნის დამუშავება

iii) ორგანიზაციების თაობაზე თქვენი გამოხმაურების გამოქვეყნება

i) გამოხმაურების მიღებისა და მის საფუძველზე ჩვენი მომსახურების გაუმჯობესების ლეგიტიმური ინტერესი

ii) ხელშეკრულება*

iii) ხელშეკრულება*

თქვენი მოწყობილობიდან და ჩვენი აპლიკაციებიდან მიღებული IP‑მისამართი, მოწყობილობის ID, მოწყობილობის ტიპი და მოდელი, მობილური ოპერაციული სისტემა, ბრაუზერი ან მობილური აპლიკაციის დეტალები თქვენს ანგარიშსა და ჩვენს IT‑სისტემებზე წვდომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი სისტემებისა და ჩვენი მომხმარებლების მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმური ინტერესი
სარეკლამო იდენტიფიკატორი მიზნობრივი რეკლამის მორგება თანხმობა**
ჩვენს აპლიკაციებთან თქვენი ინტერაქციის დროს გენერირებული მომხმარებლის ID, შეკვეთების სიხშირე, შეკვეთის შესრულების დრო, ყველაზე ხშირად შეკვეთილი მომსახურებები ან პროდუქტები, აპლიკაციებთან ინტერაქციისას ნანახი ეკრანების რაოდენობა, შეკვეთის საშუალო ღირებულება

i) აპლიკაციისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება, შესაბამისი ფუნქციების უზრუნველყოფა, აპლიკაციების ინტერფეისების მოდიფიკაცია, არაავტორიზებული შეკვეთების თავიდან აცილება

ii) მარკეტინგული მიზნებისთვის მომხმარებლის აქტივობის გაანალიზება, ჩვენი მარკეტინგული და ბიზნეს სტრატეგიის გაუმჯობესება

iii) მარკეტინგულ კონკურსებში ან სხვა აქტივობებში თქვენი მონაწილეობის ორგანიზება

i) ჩვენი აპლიკაციის, მომხმარებლის გამოცდილებისა და მომსახურების გაუმჯობესების ლეგიტიმური ინტერესი

ii) მარკეტინგული კვლევის ჩატარების ლეგიტიმური ინტერესი

iii) თანხმობა**

თქვენი შეკვეთების დეტალები: შეკვეთის თარიღი და დრო, წამოღების პუნქტი, დანიშნულების პუნქტი, მარშრუტი, ფასი, გადახდის მეთოდი, ავტომობილის მოდელი და სანომრე ნიშანი, მძღოლის სახელი, გადამზიდველის დეტალები თქვენი შეკვეთების ისტორიის უზრუნველყოფა, შეკვეთის გამეორების საშუალების მოცემა და ჩვენს აპლიკაციებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ხელშეკრულება*
თქვენ მიერ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდისთვის მოწოდებული შეკვეთის დეტალები და ისტორია, საკონტაქტო მონაცემები, კომენტარები, დანართები, სხვა დეტალები, რომლებსაც თქვენი შეხედულებისამებრ მიუთითებთ ან რომლებსაც მხარდაჭერის გუნდი მოითხოვს საკუთარი შეხედულებისამებრ თქვენთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა და ჩვენს აპლიკაციებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ხელშეკრულება*
ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან, მძღოლებთან, კურიერებთან ან მიმწოდებლებთან აპლიკაციების მეშვეობით კომუნიკაციისას გენერირებული საუბრების ჩანაწერები, აპლიკაციებში ან სხვა მეთოდებით წარმოებული თქვენი კომუნიკაცია და სხვა მონაცემები, რომლებსაც გვაწვდით ან რომლებიც გენერირდება ჩვენი აპლიკაციების მიერ ჩვენი და მესამე მხარეების ლეგიტიმური უფლებების დაცვა, დავებისა და სამართლებრივი პრეტენზიების მოგვარება, აუდიტის ჩატარება, გაწეული მომსახურების ხარისხის გაკონტროლება ჩვენი უფლებების დაცვის, დავების მოგვარებისა და ჩვენი მომსახურების ხარისხის გაკონტროლების ლეგიტიმური ინტერესი

* პერსონალური მონაცემები მუშავდება იმ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც განისაზღვრება ჩვენი სამომხმარებლო შეთანხმების პირობებით (ხელმისაწვდომია მისამართზე https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse), რომლებზეც თანხმობა განაცხადეთ თქვენი ანგარიშის შექმნისას.

** ნებისმიერი ტიპის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თქვენი თანხმობის მოთხოვნისას გაცნობებთ შეგროვებული მონაცემებისა და მონაცემების შეგროვების მიზნის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ აღნიშნული თანხმობის განცხადებაზე, რაც არ აისახება ჩვენი აპლიკაციების გამოყენების შესაძლებლობაზე. თქვენი თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, რისთვისაც უნდა დაგვიკავშირდეთ.

*** იმ ქვეყნის კანონმდებლობა, რომელშიც ვწევთ მომსახურებას, ან რომელშიც დაფუძნებულია შესაბამისი მონაცემების მაკონტროლებელი ჩვენი სუბიექტი, შესაძლოა, გარკვეული სამართლებრივი ვალდებულებების დაცვას გვაკისრებდეს. აღნიშნული კანონმდებლობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვალდებული ვართ, დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ჩვენ არ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს მესამე ქვეყნის კანონებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მათ ვამუშავებთ მხოლოდ თქვენი ქვეყნის (იმ ქვეყნის, რომელშიც სარგებლობთ მომსახურებით) ან/და იმ ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად, რომელშიც დაფუძნებულია მომსახურების გამწევი ჩვენი სუბიექტი (თუ ის განსხვავდება თქვენი ქვეყნისგან).

**** აუდიოს ჩაწერა ავტომობილში საგანგებო ფუნქციაა, რომელიც გამოყენებული იქნება მხოლოდ განსაკუთრებული საფრთხის, კონფლიქტის ან საშიშროების შემთხვევაში, როცა მძღოლი გაააქტიურებს კონფლიქტის ღილაკს, Yandex Go‑ს სამომხმარებლო შეთანხმების შესაბამისად. დავების მოგვარებისა და უსაფრთხოების მიზნით ჩაწერის დაწყებამდე მომხმარებელი და მძღოლი მიიღებენ შესაბამის შეტყობინებას.

4. ვის გავუზიარებთ ან გადავცემთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

4.1 თქვენი პერსონალური მონაცემების მიმღებები

თქვენს პერსონალურ მონაცემებს მიიღებენ მხოლოდ შემდეგი პირები:

i) აპლიკაციაში მომსახურებათა მოწოდების პროცესში პირდაპირ ჩართული პირები:

● ჩვენი პარტნიორები, რომლებიც იღებენ და ამუშავებენ თქვენს შეკვეთას, ასევე, უზრუნველყოფენ პროგრამულ გადაწყვეტილებებს იმავე მიზნით;

● საგადახდო მომსახურების მომწოდებლები და მობილური ფულადი მომსახურებების მომწოდებლები, რომლებიც ელექტრონულ ტრანზაქციებს უზრუნველყოფენ;

● ჩვენი პარტნიორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფუნქციურ შესაძლებლობებს ელექტრონული გადახდებისთვის და ახორციელებენ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო საქმიანობას, ასევე, შემოწმებებს „იცნობდე შენს კლიენტს“ პროცედურის ფარგლებში;

● თუ თქვენი ქვეყნისთვის რელევანტურია, ჩვენი პარტნიორები, რომლებიც გასცემენ ვირტუალურ საბანკო ბარათებს ჩვენი მომხმარებლებისთვის;

● თუ თქვენი ქვეყნისთვის რელევანტურია, სესხის გამცემი მიკროსაფინანსო დაწესებულებები;

● ჩვენი აფილირებული კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ავთენტიფიკაციის ხელსაწყოებს;

● ჩვენი აფილირებული კომპანიები და მესამე მხარეები, რომლებიც ჩვენთვის უზრუნველყოფენ სერვერებს, მონაცემთა საცავსა და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს; და

● ჩვენი აფილირებული კომპანიები და მესამე მხარეები, რომლებიც გვეხმარებიან მომხმარებელთა მხარდაჭერის უზრუნველყოფაში.

ii) პირები, რომელთაც უფლება აქვთ, მიიღონ თქვენი პერსონალური მონაცემები იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც ექვემდებარება მონაცემთა შესაბამისი მაკონტროლებელი:

● მაგალითად, თუ სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ კანონიერი უფლება, მიიღონ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე (თქვენს ქვეყანაში ან/და იმ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელშიც დაფუძნებულია ჩვენი სუბიექტი, რომელიც გაწვდით მომსახურებას), ან თუ ფინანსურ მარეგულირებლებს აქვთ სათანადო უფლება, გამოიძიონ საეჭვო საქმიანობა ან ტრანზაქციები. ჩვენ არ ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს სახელმწიფო ორგანოებს კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით.

iii) პირები, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი აპლიკაციის გაუმჯობესებაში:

● მაგალითად, მონაცემები იმ ტექნიკური შეცდომების შესახებ, რომლებიც ფიქსირდება ჩვენი მომსახურებების გამოყენებისას, გადაეცემათ ჩვენს აფილირებულ კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან ჩვენი აპლიკაციების შემუშავებაში.

iv) პირები, რომლებიც გვეხმარებიან თქვენს ინფორმირებაში პროდუქტების, მომსახურებათა და შეთავაზებების შესახებ:

● მაგალითად, სარეკლამო ან მოწყობილობის იდენტიფიკატორები, შესაძლოა, გადაეცეთ კომპანიებს, რომლებიც გვაწვდიან სარეკლამო ან ანალიტიკურ მომსახურებებს.

4.2 თქვენი პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემა

მხარეები, რომლებსაც თქვენს პერსონალურ მონაცემებს გადავცემთ, შესაძლოა, დაფუძნებული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებში.

ამ ქვეყნებიდან ზოგიერთში, შესაძლოა, არ იყოს უზრუნველყოფილი მონაცემების ან მონაცემთა სუბიექტების უფლებების იმავე დონის დაცვა, რაც იმ ქვეყანაში, რომელშიც მომსახურებით სარგებლობთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვატარებთ აუცილებელ პროცედურებს თქვენი უფლებების და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად როგორც მათი გადაცემის პროცესში, ისე გადაცემის შემდეგ.

აღნიშნულ პროცედურებში, შესაძლოა, შედიოდეს (კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით):

i) მონაცემთა დაცვის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები მონაცემთა გადაცემის თაობაზე იმ სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებების საფუძველზე, რომლებიც გამოცემულია კომპეტენტური ორგანოების მიერ;

ii) დამატებითი სახელშეკრულებო ვალდებულებები იმ ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობის ჩვენ მიერ ჩატარებული შეფასების საფუძველზე, რომელშიც ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა და დამუშავება;

iii) გადაცემის რეგისტრაცია ან ავტორიზაცია მონაცემთა დაცვის კომპეტენტური ორგანოს მიერ; ან/და

iv) უსაფრთხოების დამატებითი ტექნიკური და საორგანიზაციო ზომები თქვენს პერსონალურ მონაცემებზე უკანონო, ანუ იმ ქვეყნის კანონებთან შეუსაბამო, რომელშიც მომსახურებას ვწევთ, ან არაავტორიზებული წვდომის თავიდან ასაცილებლად.

ჩვენ ყოველთვის ვიცავთ იმ ქვეყნების კანონებს კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ, რომლებშიც ვმუშაობთ, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და შეზღუდვების ჩათვლით.

5. რა პერიოდის განმავლობაში ინახება პერსონალური მონაცემები?

5.1 თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ დამუშავების მიზნის მიღწევამდე.

5.2 შენახვის ფაქტობრივი პერიოდი დამოკიდებულია დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე და ქვეყანაზე, რომელშიც ისინი მუშავდება. მაგალითად, ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან, მძღოლებთან ან კურიერებთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერები ჩვეულებრივ ინახება მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში.

5.3 თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შესაძლოა, თქვენ მიერ მათი აპლიკაციიდან წაშლის შემდეგაც გავაგრძელოთ, თუ აღნიშნული დამუშავება მოითხოვება კანონით ან საჭიროა ჩვენი უფლებებისა და ინტერესების ან მესამე მხარეების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, კერძოდ, სასამართლო პროცესის კონტექსტში.

მონაცემების წაშლის შესაძლებლობა, შესაძლოა, იზღუდებოდეს კანონებითაც, რომლებიც ეხება აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას.

6. რა უფლებები გაქვთ?

კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობა გარკვეულ უფლებებს განიჭებთ. თქვენთვის ხელმისაწვდომი უფლებები დამოკიდებულია ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზეზსა და მოქმედ კანონზე.

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, დამოუკიდებლად მიიღოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე, ასევე, შეასწოროთ ან წაშალოთ ისინი ჩვენი ავთენტიფიკაციის ხელსაწყოს გამოყენებით, აპლიკაციაში შესვლის შემდეგ.

თქვენ შეგიძლიათ, ისარგებლოთ შემდეგი უფლებებით, რისთვისაც უნდა დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს ჩვენი აპლიკაციების მეშვეობით:

6.1 წვდომის უფლება

თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ყოველთვის გაქვთ. თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის ასლი.

6.2 შესწორების უფლება

თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ იმ ინფორმაციის განახლება ან შესწორება, რომელიც, თქვენი აზრით, არასწორი, არაზუსტი ან მოძველებულია. ასევე, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ იმ ინფორმაციის შევსება, რომელიც, თქვენი აზრით, არასრულია.

6.3 თანხმობის გაუქმების უფლება

თქვენ უფლება გაქვთ, გააუქმოთ თქვენი თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, თუ აღნიშნული დამუშავება ხდება თქვენი თანხმობის საფუძველზე.

6.4 წაშლის უფლება

თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა გარკვეულ გარემოებებში, მაგალითად, თუ მონაცემები აღარ არის საჭირო ჩვენი მიზნებისთვის, თუ თქვენს მონაცემებს მოქმედი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ან სხვა მხრივ უკანონოდ ვამუშავებთ, თუ თქვენი თანხმობა გააუქმეთ (როცა დამუშავება ხდებოდა თქვენი თანხმობის საფუძველზე), თუ თქვენი მონაცემები შევაგროვეთ, როცა არასრულწლოვანი იყავით, ან სხვა გარემოებებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6.5 დამუშავების შეზღუდვის უფლება

თქვენ უფლება გაქვთ, შეზღუდოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გარკვეულ გარემოებებში. მაგალითად, თუ გსურთ, ისარგებლოთ მონაცემების შესწორების უფლებით, შეგიძლიათ, მოითხოვოთ ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების შეზღუდვა მონაცემების შესწორებამდე.

6.6 მონაცემების პორტატიულობის უფლება

თუ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება ავტომატიზებული საშუალებებით თქვენი თანხმობის საფუძველზე ან ჩვენთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე (მაგ., აპლიკაციის ფუნქციური შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად), თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ თქვენი მონაცემები სტრუქტურირებულ, საყოველთაოდ გავრცელებულ და მანქანით წაკითხვად ფორმატში.

6.7 გაპროტესტების უფლება

თქვენ უფლება გაქვთ, გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუ თვლით, რომ მათი დამუშავება თქვენს უფლებებს არღვევს. გაითვალისწინეთ, რომ გაპროტესტების უფლებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მონაცემებს ლეგიტიმური ინტერესების ან საჯარო ინტერესის საფუძველზე ვამუშავებთ.

თქვენ უფლება გაქვთ, არ დაექვემდებაროთ გადაწყვეტილებას, რომელიც მხოლოდ ავტომატიზებულ დამუშავებას ეფუძნება, პროფილირების ჩათვლით. ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ავტომატიზებული დამუშავების საფუძველზე, პროფილირების ჩათვლით.

6.8 საჩივრის შეტანის უფლება

ჩვენ მუდამ მზად ვართ თქვენი საჩივრებისა და შემოთავაზებების განსახილველად. გთხოვთ, გადაუგზავნოთ ისინი ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს.

გარდა ამისა, შეგიძლიათ შეიტანოთ საჩივარი შესაბამის საზედამხედველო ორგანოში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა.

კომპეტენტური საზედამხედველო ორგანო და მისი საკონტაქტო მონაცემებია: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური; მისამართი: ნ. ვაჩნაძის ქ. 7, 0105, თბილისი, საქართველო; ტელ.: +995 32 242 1000; ელფოსტის მისამართი: office@pdps.ge.

7. როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ?

7.1 ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მობილური აპლიკაციის მეშვეობით, მასში შესვლის შემდეგ.

7.2 ჩვენი მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო ელფოსტაა dpo_ge@yandex-team.com. გთხოვთ, შეტყობინებაში მიუთითოთ ტელეფონის ნომერი, რომლის გამოყენებითაც დარეგისტრირდით ჩვენს აპლიკაციაში. ეს დაგვეხმარება თქვენს სწრაფად იდენტიფიცირებაში.

8. როგორ ხდება ამ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა?

კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინებაში არსებითი ცვლილებების შეტანისას თქვენი ინფორმირების მიზნით, შესაძლოა, გამოვიყენოთ ხელმისაწვდომი მეთოდები (push-შეტყობინებები აპლიკაციაში, SMS ან ელფოსტა).

მაგალითად, როცა დავამატებთ დასამუშავებელი პერსონალური მონაცემების ახალ კატეგორიებს ან მონაცემების დამუშავების ახალ მიზნებს. შეტყობინებას მიიღებთ ასეთი ცვლილებების ძალაში შესვლამდე.

გამოქვევნების თარიღი: 18.06.2024

დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_privacy_notice/16012024

დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_privacy_notice/21082023