Yandex.Go

„იანდექს. ტაქსი“-ს სერვისის გამოყენების პირობები

 

1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე პირობები (შემდგომში - "პირობები") წარმოადგენს შემოთავაზებას შპს რაიდტექ ჯორჯია-საგან (შემდგომში - „იანდექს. ტაქსი“) ინტერნეტის ქსელის მომხმარებლისადმი (შემდგომში - "მომხმარებელი") იანდექს.ტაქსის სერვისის (შემდგომში - იანდექს გო) (შემდგომში - "სერვისი") გამოყენებაზე საქართველოში.

1.2. მომხმარებლის მიერ სერვისის გამოყენება რეგულირდება წინამდებარე პირობებით, აგრეთვე დოკუმენტებით:

(შემდგომში ერთად წოდებული „მარეგულირებელ დოკუმენტებად“).

1.3. სერვისის/მისი ცალკეული ფუნქციების გამოყენების დაწყებისას მომხმარებელი ითვლება წინამდებარე პირობების, აგრეთვე მარეგულირებელი დოკუმენტების პირობების მიმღებად სრული მოცულობით, ყოველგვარი დათქმებისა თუ გამონაკლისების გარეშე. პირობების და/ან მარეგულირებელი დოკუმენტების რომელიმე დებულებებთან მომხმარებლის უთანხმოების შემთხვევაში მომხმარებელს არა აქვს სერვისის გამოყენების უფლება.

1.4. იანდექს.ტაქსი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მომხმარებლისათვის შეტყობინების გარეშე შეცვალოს წინამდებარე პირობების დებულებები, ხოლო შპს „იანდექსი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მომხმარებლისათვის შეტყობინების გარეშე შეცვალოს მარეგულირებელი დოკუმენტების პირობები. წინამდებარე პირობების მოქმედი რედაქცია განთავსებულია მისამართზე: https://yandexgo.com/legal/yandexgo_termsofuse. პირობებისა და მარეგულირებელი დოკუმენტების ახალ რედაქციასთან არგაცნობის რისკი ეკისრება მომხმარებელს, სერვისით სარგებლობის გაგრძელება პირობებისა თუ მარეგულირებელი დოკუმენტების შეცვლის შემდეგ ითვლება თანხმობად მათ ახალ რედაქციაზე.

1.5. იმ შემთხვევაში, თუ იანდექს.ტაქსის მიერ წინამდებარე პირობებში შეტანილი იქნა რაიმე ცვლილებები, წინამდებარე პირობების 1.4-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით, რომლებსაც მომხმარებელი არ ეთანხმება, ის ვალდებულია შეწყვიტოს სერვისის გამოყენება.

1.6. სერვისი მომხმარებელს სთავაზობს უფასო შესაძლებლობას, განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლის პოტენციურ მოთხოვნაზე მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებაზე, აგრეთვე შესაძლებლობას, გაეცნოს ინფორმაციას იმ ორგანიზაციათა შემოთავაზებების შესახებ, რომლებიც ეწევიან მომსახურებას აღნიშნულ სფეროში, და განახორციელოს ამგვარი შემოთავაზებების მოძიება მომხმარებლის მიერ დასახული პარამეტრების მიხედვით. სერვისის ყველა ამჟამად არსებული ფუნქცია, აგრეთვე მათი ნებისმიერი განვითარება და/ან ახლის დამატება წარმოადგენს წინამდებარე პირობების საგანს.

1.7. მომხმარებლის რეგიონის მიხედვით, სერვისის ყველა ან ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება იყოს მიუწვდომელი ან შეზღუდული. ფუნქციები ითვლება მიუწვდომლად (შეზღუდულად) განსაზღვრული რეგიონის მომხმარებლისათვის, თუ ასეთ მომხმარებელს არ შეუძლია მათით სარგებლობა აშკარა სახით. ამ შეზღუდვებისათვის გვერდის ავლის ნებისმიერი ტექნიკური და პროგრამული მეთოდების გამოყენება აკრძალულია. წინამდებარე პირობების დებულებები, რომლებიც არეგულირებს სერვისის მომხმარებლისათვის მიუწვდომელ (შეზღუდულ) ფუნქციებს, არ გამოიყენება მანამდე, სანამ ეს ფუნქციები მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი არ გახდება აშკარა სახით. ინფორმაცია განსაზღვრულ რეგიონში სერვისის ფუნქციების მისაწვდომობის შესახებ მომხმარებელს მიეწოდება მისი მოთხოვნით, რომელიც იგზავნება იანდექს. ტაქსი-ში.

1.8. ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად, გატყობინებთ, რომ იანდექს ტაქსი არ უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის ან ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურებას.

1.9. მომხმარებლის ყველა საუბარი მხარდაჭერის მომსახურების სპეციალისტებთან და ასევე მომსახურების პარტნიორ მძღოლებთან, შეიძლება იყოს ჩაწერილი ხარისხის მართვის და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

1.10. ეჭვების თავიდან ასაცილებლად, იანდექს.ტაქსი არ ეწევა მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებასა და საინფორმაციო-დისპეტჩერულ მომსახურებას.

 

2. სერვისის გამოყენება. სერვისის ცალკეული ფუნქციები

2.1. სერვისი გაეწევა მომხმარებელს პირადი არაკომერციული გამოყენებისათვის.

2.2. ინფორმაცია მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის მომსახურების შესახებ (შემდგომში - ინფორმაცია) წარმოდგენილია სერვისის პარტნიორთა მიერ. პარტნიორთა ნუსხა ხელმისაწვდომია მისამართზე http://taxi.yandex.com/partners. შემოთავაზებული მომსახურების შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია ან მიმართოს სერვისის პარტნიორებს, ანდა, სერვისის ფუნქციონალის გამოყენებით, წარუდგინოს საკუთარი საკონტაქტო მონაცემები, რითაც სერვისის პარტნიორებს შეეძლებათ დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ მომხმარებელს და წარუდგინონ ინფორმაცია შემოთავაზებული მომსახურების შესახებ.

2.3. იანდექს.ტაქსის არ ეკისრება პასუხისმგებლობა სერვისის პარტნიორთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შინაარსზე და/ან აქტუალობაზე, პარტნიორთა მომსახურების ღირებულების, აგრეთვე მოცემულ მომენტში მისი არსებობის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით. მომხმარებლის ურთიერთქმედება პარტნიორებთან მომსახურების შეძენის საკითხებზე ხორციელდება მომხმარებლის მიერ დამოუკიდებლად (იანდექს.ტაქსის მონაწილეობის გარეშე) პარტნიორებში მიღებული მომსახურების გაწევის წესების შესაბამისად. იანდექს.ტაქსის არ ეკისრება პასუხისმგებლობა მომხმარებლისა და პარტნიორთა მიერ განხორციელებულ ფინანსურ და ნებისმიერ სხვა ოპერაციებზე, აგრეთვე მომხმარებლის მიერ პარტნიორთა მომსახურების შეძენის ნებისმიერ შედეგებზე.

2.4. მომხმარებლისათვის შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სერვისის პარტნიორთა მომსახურების შეფასების ფუნქციები, აგრეთვე სერვისის და/ან სერვისის პარტნიორთა მომსახურების შესახებ კომენტარების/გამოხმაურებების განთავსება. მომხმარებელთა შეფასებები და გამოხმაურებები განთავსდება სერვისის საიტზე, აგრეთვე მისაწვდომი შეიძლება იყოს მესამე პირთა საიტებზე. იანდექს.ტაქსი უფლებას იტოვებს, უარი თქვას ნებისმიერი შეფასების/გამოხმაურების განთავსებაზე, აგრეთვე ნებისმიერ მომენტში ამოიღოს/დაბლოკოს მომხმარებლის მიერ განთავსებული შეფასება/გამოხმაურება საკუთარი შეხედულებისამებრ და მიზეზების მითითების გარეშე.

2.5. იანდექს.ტაქსი უფლებას იტოვებს, საკუთარი შეხედულებისამებრ შეზღუდოს მომხმარებლის წვდომა სერვისთან (ანდა სერვისის განსაზღვრულ ფუნქციებთან, თუ ეს ტექნოლოგიურად შესაძლებელია) მისი სააღრიცხვო ჩანაწერის გამოყენებით, ანდა სრულად დაბლოკოს მომხმარებლის სააღრიცხვო ჩანაწერი წინამდებარე პირობების არაერთხელ დარღვევის გამო, ანდა მომხმარებლის მიმართ გამოიყენოს სხვა ზომები კანონმდებლობის მოთხოვნათა თუ მესამე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.

2.6. ტაქსის მომსახურებაზე მოთხოვნილების ზრდის პერიოდებში (მათ შორის, წინასადღესასწაულო დღეებში, მასობრივი ღონისძიებების ჩატარების დროს და სხვა შემთხვევებში) სერვისის ტარიფები შეიძლება გაიზარდოს. ტარიფების მომატებაზე იანდექს.ტაქსი მომხმარებელს ატყობინებს შესაბამისი უწყების სერვისის საიტზე http://taxi.yandex.com განთავსებით ან სხვა გზით იანდექს.ტაქსის შეხედულებისამებრ, მომხმარებლისათვის მობილურ ტელეფონზე საინფორმაციო შეტყობინების გაგზავნის ჩათვლით.

2.7. მგზავრთა გადაყვანაზე და ბარგის გადაზიდვაზე „ეკონომ“, „ბიზნეს“ და სერვისზე წარმოდგენილი სხვა ტარიფებით მომსახურება ხორციელდება სხვადასხვა კლასის ავტომობილებით. ავტომობილების მიკუთვნება ამათუიმ კლასთან ხორციელდება ავტომატურად, სერვისის პარტნიორების მიერ წარმოდგენილი ავტომობილის მახასიათებლების მონაცემებზე დაყრდნობით.

2.8. მოთხოვნის გაუქმება შეიძლება იყოს ფასიანი შემდეგ შემთხვევებში:

(1) იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი სერვისის საშუალებით გააუქმებს მოთხოვნას მანქანის მიწოდების შემდეგ ან არ მივა მიწოდებულ მანქანასთან მისი მისვლის მომენტიდან 30 წუთის განმავლობაში (უფასო ლოდინის დროის გათვალისწინებით).

ამ შემთხვევაში, ფასიანი გაუქმების ღირებულება გამოითვლება როგორც შემდეგი ღირებულებების ჯამი:

(a) მინიმალური ღირებულება შესაბამისი ტარიფის ფარგლებში და

(b) ლოდინის წუთები, რომელიც აღემატება უფასო ლოდინის წუთების რაოდენობას, მაგრამ არა უმეტეს 30 წუთისა, გამრავლებული ფასიანი ლოდინის ერთი წუთის ღირებულებაზე მომხმარებლის მიერ არჩეული ტარიფის მიხედვით.

(2) იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი სერვისის მეშვეობით აუქმებს მოთხოვნას მანქანის ფასიანი მიწოდების შესახებ, სერვისის ინტერფეისში მისი დადასტურების მომენტიდან 3 (სამი) წუთის გასვლის შემდეგ.

ამ შემთხვევაში, ფასიანი გაუქმების ღირებულება არ აღემატება შესაბამისი ტარიფის მომსახურების მინიმალური ღირებულებისა და ფასიანი მიწოდების ღირებულების ჯამს.

ფასიანი მიწოდებით მოთხოვნის გაუქმების საფასური არ იხდება, თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდების სავარაუდო დრო გაიზარდა 2 წუთზე მეტით, მოთხოვნის დადასტურების დროს მომსახურების ინტერფეისში მითითებულ დროთან შედარებით.

(3) აეროპორტში მოთხოვნის ფასიანი გაუქმების შემთხვევაში გამოიყენება ქალაქის მგზავრობის ტარიფები, გარდა მიწოდების ღირებულებისა, რომელიც გამოითვლება როგორც მანქანის მიწოდება ქალაქგარეთ ტარიფის მიხედვით.

2.9. მომხმარებლის მდებარეობიდან და მის ადგილმდებარეობაზე ხელმისაწვდომი მანქანების ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება შესთავაზონ უფრო დაშორებული ადგილიდან სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით სატრანსპორტო სერვისის შეკვეთა დამატებით საფასურად („ფასიანი მიწოდება“). ასეთი ფასიანი მიწოდების ღირებულება გამოითვლება (1) შესაბამის მანქანასა და მომხმარებლის ადგილმდებარეობას შორის მანძილის და (2) დროის, რომელიც საჭიროა ამ მანქანისთვის ამ მანძილის დასაფარად, საფუძველზე. მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ან უარყოს ფასიანი მიწოდების შეთავაზება საკუთარი შეხედულებისამებრ, Yandex Go-ს მობილური აპლიკაციაში შესაბამის ღილაკზე დაწკაპუნებით. ფასიანი მიწოდების შეთავაზების მიღებისას, ფასიანი მიწოდების შეთავაზების ღირებულება დაემატება გადაზიდვის სერვისის ღირებულებას. შეკვეთის, რომელიც მოიცავს ფასიან მიწოდებას, მიღების შემდეგ მომხმარებელს ეძლევა შეკვეთის უფასოდ გაუქმების პერიოდი (უფასო გაუქმების პერიოდი). უფასო გაუქმების პერიოდის ხანგრძლივობა გამოითვლება თითოეული კონკრეტული შეკვეთისთვის და ეცნობება მომხმარებელს Yandex Go-ს მობილური აპლიკაციაში. თუ მომხმარებელი გადაწყვეტს შეკვეთის გაუქმებას უფასო გაუქმების პერიოდის (დაგვიანებული გაუქმების) ამოწურვის შემდეგ, მომხმარებელს დაერიცხება ფასიანი მიწოდების სრული ღირებულება (გამოიყენება მხოლოდ საბანკო ბარათით გადახდად გადაზიდვის სერვისებზე).

2.10. მომხმარებელი Yandex.Taxi-ს თანხმობას აცხადებს Yandex.Taxi-ს მომხმარებლის ან მის მიერ მესამე პირის შესახებ წინამდებარე პირობის მე-4 პენქტის თანახმად მითითებული მონაცემების, პერსონალური ინფორმაციის (პერსონალური მონაცემების ჩათვლით) დამუშავებაზე, Yandex.Taxi-ს მიერ მომხმარებლის ან მის მიერ მესამე პირის შესახებ წინამდებარე პირობის მე-5 პენქტის თანახმად მითითებული მონაცემების, პერსონალური ინფორმაციის გადაცემაზე Yandex.Taxi-ს პარტნიორებისათვის (მათ შორის სადაზღვევო კომპანიებისათვის), და აგრეთვე Yandex.Taxi-ს პარტნიორების მიერ პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე სერვისის ფარგლებში მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის მიზნით. მომხმარებლის მიერ სერვისით სარგებლობის დროს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა კონფიდენციალობის პოლიტიკაში აღნიშნული მიზნებსთვის და პირობებით დასამუშავებლად, რომელთან გაცნობაც შესაძლებელია მისამართით: (https://yandexgo.com/legal/yandexgo_privacy_notice).

მომხმარებელს ესმის და ეთანხმება, რომ იმ შემთხვევაში როდესაც მომხმარებელი, წინამდებარე პირობების მე-4 პუნქტის შესაბამისად, არის ერთობლივი ანგარიშის მონაწილე და ანხორციელებს მგზავრობას მის მიერ მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამის "Yandex.Taxi" საშუალებით პოტენციური მოთხოვნის განთავსების შედეგად, ასეთი მგზავრობის შესახებ ინფორმაცია აგრეთვე მისაწვდომი ხდება იმ პირისთვის, რომელმაც შექმნა ერთობლივი ანგარიში.

2.11. მომხმარებლის მიერ მიწოდების სერვისის შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს ვალდებულებას არ გადასცეს მისაწოდებლად შემდეგი საგნები:

  • საბრძოლო, სამოქალაქო და მომსახურეობრივი სასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები და აქსესუარები მათთვის, სპორტული მშვილდები და არბალეტები, შუქსიგნალის, კვამლისა და ხმოვანი სიგნალების მიწოგდებისათვის განკუთვნილი იარაღი, ელექტრონული იარაღი, ელექტრო შოკური მოწყობილობები და ნაპერწკალის განმმუხტველები, ცივი იარაღი, კისტენები, კასტეტები, სურიკენები, ბუმერანგები და სხვა დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი), სატყორცნი, საჭრელ-საჩხვლეტი მოქმედების მოწყობილობები, გარდა სპორტული ჭურვებისა, სპეციალური ორმაგი დანიშნულების ტექნიკური აღჭურვილობისა და აქსესუარებისა მათთვის;
  • ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები, პრეკურსორები და მათი ანალოგები;
  • ბირთვული მასალები, რადიოაქტიური, ძლიერმოქმედი, კოროზიული, ასაფეთქებელი და ადვილად აალებადი ნივთიერებები, ასაფეთქებელი საშუალებები, პიროტექნიკური ნივთიერებები და სტატიები მათი გამოყენებით წარმოებული ნაკეთობები, და სხვა საშიში ნივთიერებები;
  • შხასმები, შხამიანი ცხოველები, შხამიანი ნივთიერებები, შხამიანი მცენარეები და შხამიანი მცენარეების თესლი;
  • ფული, მონეტები, ბანკნოტები და ნებისმიერი სახის ფასიანი ქაღალდები (ჩეკები);
  • ბეჭდური პროდუქცია, გრაფიკული მასალები, კინო, ფოტო, აუდიო და ვიდეო მასალა, რომელიც შეიცავს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლის, სახელმწიფოს უსაფრთხოების ხელყოფის, ომის, სოციალური, რასობრივი, ეროვნული, რელიგიური, კლასობრივი და საგვარეულო უპირატესობის, სისასტიკის, ძალადობისა და პორნოგრაფიის პროპაგანდას ან აგიტაციას;
  • მალფუჭებადი საკვებ პროდუქტებს;
  • საგნები და ნივთიერებები, რომლებიც, მათი ბუნებით ან შეფუთვის გამო, საფრთხეს უქმნის ადამიანებს, აბინძურებს ან ზიანს აყენებს (აფუჭებს) სხვა საქონელს, გარშემომყოფ ადამიანებს ან საგნებს;
  • ცხოველები და მცენარეები, ბიოლოგიური მასალები;
  • საგნები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის კვების პროდუქტები;
  • სითხეები ღია კონტეინერებში;
  • მსხვილგაბარიტიანი ობიექტები, რომელთა გაზომვების ჯამი (სპეციალურად შეთანხმებული შემთხვევების გარდა) აღემატება 150 სმ სიგრძის, სიგანე (ორ დიამეტრს ან ღერძის რულონის შიგნით) და სიმაღლე აღემატება 150 სმ-ს; გრძელ საგნებს, რომელთა სიგრძეც აღემატება 150 სმ-ს, გადაცემული საგნების წონა არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ;
  • მყიფე საგნები სპეციალური შეფუთვის გარეშე;
  • ნებისმიერი სხვა საგნები, რომელთა მიმოქცევა აკრძალულია ან შეზღუდულია.

ეს მოთხოვნები სრულად ვრცელდება მომხმარებლის შეკვეთაზე ტვირთის გადაზიდვის მომსახურებაზე, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც ვრცელდება დიდი ნივთების ტრანსპორტირებაზე.

მომსახურების პარტნიორებს შეუძლიათ დაადგინონ სხვა შეზღუდვები მიწოდების საგნებზე.

მომხმარებელი გაეცნო და ადასტურებს, რომ მისაწოდებელი საგნებისადმი ზემოთაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი იმ ყველა უარყოფით შედეგზე, რომელიც შეიძლება მოხდეს მიწოდების დროს მომსახურების პარტნიორების მიერ მიწოდების მომსახურების გაწევისას. ამავდროულად, მომსახურების პარტნიორს უფლება აქვს უარი უთხრას მომხმარებელს მომსახურების გაწევაზე მომსახურების პარტნიორის/მომსახურების პარტნიორის წარმომადგენლების მიერ მიწოდებისათვის აკრძალული საგნების აღმოჩენის შემთხვევაში.

2.12. ტვირთის გადაზიდვა, მომხმარებელის მოთხოვნით, ხორციელდება მომსახურების პარტნიორების მიერ ტვირთის გადაზიდვის შესახებ წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ამ პირობების და ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის (ტვირთის მფლობელის) ან მისი წარმომადგენლის თანხლებით. მომსახურების პარტნიორის მიერ ტვირთის მომხმარებლის მიერ მითითებულ პირისთვის გაგზავნისას, ეს უკანასკნელი ჩაითვლება ტვირთის მფლობელის წარმომადგენლად და მას ეკისრება ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მოვალეობა.

 

3. მგზავრთა და ბარგის გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურების უნაღდო ანგარიშსწორების ფუნქცია

3.1. ანგარიშსწორება მგზავრთა და ბარგის გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურებაზე, რომელიც მომხმარებელს გაეწია შესაბამისი სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებული მის მიერ განთავსებული ინფორმაციის შესაბამისად, შეიძლება მოხდეს:

3.1.1. უშუალოდ ტაქსის სამსახურისათვის (მათ შორის, ნაღდი ან სხვა ანგარიშსწორებით, რაც მითითებულია აღნიშნული ტაქსის სამსახურის მიერ ასეთის არსებობისას, შემდგომში წინამდებარე პირობების ტექსტში და სერვისის ინტერფეისში - „ნაღდი ფული“). ანგარიშსწორების მითითებული სახე ხორციელდება იანდექს.ტაქსის მონაწილეობის გარეშე და არ რეგულირდება წინამდებარე პირობებით.

3.1.2. მომხმარებლისათვის შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს საბანკო ბარათით უნაღდო ანგარიშსწორების ფუნქცია (წინამდებარე პირობების 3.2. პუნქტი); ამ შემთხვევაში იანდექს.ტაქსი მოქმედებს შესაბამისი ტაქსის სამსხურის დავალებით, ან რაიმე სხვა საფუძვლით, გადახდების მიღების უფლებამოსილი ოპერატორის ან ელექტრონული ფულადი საშუალებების ოპერატორის დახმარებით და წარმოადგენს ანგარიშსწორების მიმღებს ტაქსის სამსახურის აგენტის სახით ან სხვა სახით (შემდგომში უნაღდო ანაზღაურება). იანდექს.ტაქსი გარანტიას არ იძლევა სერვისში უნაღდო ანგარიშსწორების შესაძლებლობის მიცემის მხრივ შეცდომებისა და შეფერხებების არარსებობაზე.

მომხმარებლის რეგიონის მიხედვით უნაღდო ანგარიშსწორება შეიძლება მოხდეს იანდექს.ტაქსის როგორც ანგარიშსწორების მიმღების გარეშე ან იანდექს.ტაქსის მოწვევით ანგარიშგების სხვა მონაწილის ან ინფორმაციული ზემოქმედების მონაწილის სახით.

უნაღდო ანგარიშსწორებისას იანდექს.ტაქსის გადაწყვეტილების თანახმად შესაძლებელია როგორც ერთი ტრანზაქციის ჩატარება მგზავრების და ტვირთის გადაზიდვის მომსახურების მთლიან თანხაზე, ასევე რამდენიმე ტრანზაქციისა მომსახურების თანხის ცალკეულ ნაწილების ღირებულებაზე. ამასთანავე უნაღდო ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ მითითებულ ხერხით როგორც მგზავრობისას, ასევე მგზავრობის დამთავრების შემდეგ.

უნაღდო ანგარიშსწორებისას შესაძლებელია როგორც ერთი ტრანზაქციის ჩატარება მთლიან თანხაზე, ასევე რამდენიმე ტრანზაქციისა თანხის ნაწილ-ნაწილ გადასახდელად, როგორც მგზავრობისას, ასევე მგზავრობის დამთავრების შემდეგ.

უნაღდო ანგარიშსწორებისას მგზავრთა და ბარგის გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურებაზე გადახდის გარდა მომხმარებელს საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია მოახდინოს დამატებითი უნაღდო გადახდა ტაქსის სამსახურისათვის ანაზღაურებადი მომსახურების ფასის პროცენტული ნაწილისა (შემდგომში „წვრილმანი გასამრჯელო“).

3.2. არსებული საბანკო ბარათი მიეთითება მომხმარებლის მიერ სერვისის ინტერფეისში, ამასთან მომხმარებელი უთითებს შემდეგ მონაცემებს:

  • საბანკო ბარათის ნომერს
  • მოქმედების ვადას
  • დამცავ კოდს

თუ საბანკო ბარათის მონაცემები სწორია, მოქმედია და ამ ბარათის გამოყენება სერვისის ფარგლებში ტექნიკურად შესაძლებელია, მაშინ მითითებული ბარათი იძენს მიბმული ბარათის სტატუსს და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას უნაღდო ანგარიშსწორებისათვის (წინამდებარე პირობების 3.1.2.პუნქტი). ყველა მიბმული ბარათი აისახება სერვისის ინტერფეისში; მომხმარებლისათვის მოსახერხებელი რომ იყოს მიბმული ბარათის ნომრის მხოლოდ ბოლო ოთხი ციფრი აისახება.

3.2.1. მომხმარებელს ასევე შეუძლია მიუთითოს მიბმული ბარათი მესამე მხარის სერვისების ინტერფეისში, რომლებიც ინტეგრირდება სერვისთან და გადახდის და ავტორიზაციის მხარეებთან და მომხმარებელს აძლევს მიბმული ბარათით გადახდის საშუალებას Yandex.Taxi– ზე მიბმული ბარათის შესახებ ინფორმაციის გადაცემის გარეშე. ამ შემთხვევაში წინამდებარე წესების დებულებები 3.2 და 3.3 აქ არ გამოიყენება.

მესამე მხარის სერვისებით სარგებლობა, რომლებიც მოცემულია აქ, რეგულირდება ამგვარი მესამე მხარის წესებით. Yandex.Taxi პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მესამე მხარის ამგვარი სერვისების გამოყენებისათვის და არ იძლევა გარანტიას, რომ ასეთი მესამე მხარის მომსახურება სწორად და უსაფრთხოდ ფუნქციონირებს.

3.3. მიბმული ბარათის დამატებისას, ასევე მომხმარებლის მიერ კონკრეტული მგზვრობისათვის უნაღდო ანგარიშსწორების არჩევისას ხდება თანხის ჩამოწერა 5 რუბლის ფარგლებში ( ან სხვა თანხის ადგილობრივ ვალუტაში), რომელიც აუცილებელია მიბმული ბარათის მონაცემების სიზუსტისა და ნამდვილობის დასადასტურებლად; ტრანზაქციის წარმატებით გავლის შემდეგ ეს თანხა უბრუნდება მომხმარებელს. მითითებული თანხის ჩამოჭრის წარუმატებელი ცდა მიუთითებს, რომ შეუძლებელია ამ მიბმული ბარათის დამატება და/ან შესაბამისად მიუწვდომლია უნაღდო ანგარიშწორების ფუნქცია.

3.4 მიბმული ბარათის დამატებისას, ასევე მისი დამატების შემდეგ ნებისმიერ დროს მომხმარებელს შეუძლია სერვისის ინტერფეისის საშუალებით დააწესოს და/ან შეცვალოს წვრილმანი გასამრჯელოს ოდენობა; მომხმარებელმა კონკრეტული მგზავრობისათვის წვრილმანი გასამრჯელოს ოდენობა სერვისის ინტერფეისში შეიძლება შეცვალოს ამ მგზავრობის დამთავრების შემდეგ.

3.5. წვრილმანი გასამრჯელო (არსებული ოდენობით ან კონკრეტული მგზავრობისათვის სპეციალურად მითითებული ოდენობით) მიმაგრებული ბარათიდან ჩამოიჭრება, თუ მომხმარებელი მგზავრობის დამთავრების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში სერვისის ინტერფეისში მიუთითებს მგზავრობის დადებით შეფასებას (4-5 ვარსკვლავი) და დააჭერს ღილაკს „მზადაა“ ან არ მიუთითებს მგზავრობის არც დადებით და არც უარყოფით შეფასებას (არ მიუთითებს ვარსკვლავების რაოდენობას) და დააჭერს ღილაკს „მზადაა“.

3.6. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მგზავრობის დამთავრების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში სერვისის ინტერფეისში მიუთითებს მგზავრობის უარყოფით შეფასებას (1-3 ვარსკვლავი) და დააჭერს ღილაკს „მზადაა“, მაშინ წვრილმანი გასამრჯელო არ ჩამოიჭრება მიმაგრებული ბარათიდან.

3.7. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მგზავრობის დამთავრების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში არ დააჭერს ღილაკს „მზადაა“, მაშინ წვრილმანი გასამრჯელოს თანხა (არსებული ოდენობით ან კონკრეტული მგზავრობისათვის სპეციალურად მითითებული ოდენობით) დაიბლოკება მიბმულ ბარათზე 24 საათის განმავლობაში, რომლის დროსაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაზარდოს ან შეამციროს წვრილმანი გასამრჯელო ამ კონკრეტული მგზავრობისათვის. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ხდება წვრილმანი გასამრჯელოს ჩამოჭრა მომხმარებლის მიერ მითითებული ოდენობით (არსებულით ან კონკრეტული მგზავრობისათვის).

3.8. მომხმარებლის მიერ უნაღდო ანგარიშსწორება ხდება გადახდების მიღების უფლებამოსილი ოპერატორის ან ელექტრონული ფულადი საშუალებების ოპერატორის მონაწილეობით და რეგულირდება საერთაშორის საგადასახადო სისტემების, ბანკების (მათ შორის მიბმული ბარათის ემიტენტ-ბანკის) და ანგარიშსწორების სხვა მონაწილეების წესებით.

3.9. თავისი მონაცემების მითითებისას წინამდებარე პირობების 3.2-ე პუნქტის შესაბამისად და მიბმული ბარათის შემდგომში გამოყენებისას მომხმარებელი ამტკიცებს და იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაცია მის სახელზე გაცემულ მოქმედ საბანკო ბარათზე იქნება სარწმუნო და სრული; მის მიერ საერთაშორისო საგადასახადო სისტემების წესებისა და მიბმული ბარათის გამომშვები ემიტენტ-ბანკის მოთხოვნების დაცვა, მათ შორის უნაღდო ანგარიშსწორების ჩატარების წესებისა.

3.10. მომხმარებელს ესმის და თანხმდება, რომ ყველა ქმედება სერვისის ფარგლებში მის მიერ დამოწმებული მობილური ტელეფონის ნომრის გამოყენებით, მათ შორის უნაღდო ანგარიშსწორებისათვის მიბმული საბანკო ბარათის გამოყენებით, ითვლება მომხმარებლის მიერ ჩატარებულად.

3.11. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება უნაღდო ანგარიშსწორების ფაქტს და/ან თანხას და სხვა სერვისის ფარგლებში მიბმული ბარათის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს , იგი უფლებამოსილია მიმართოს იანდექს.ტაქსის სერვისში მითითებულ ტელეფონებზე და/ან მხარდამჭერი სამსახურის (უკუკავშირის) ინტერფეისის საშუალებით 14 დღის განმვლობაში უნაღდო ანგარიშსწორების ან სხვა ქმედებებისა თუ მოვლენების დღიდან, რომლებიც გახდა მიმართვის მიზეზი.

თუ ამ მიმართვის მიხედვით შემოწმების შედეგად იანდექს.ტაქსი იღებს გადაწყვეტილებას უნაღდო ანგარიშსწორების თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებაზე, მაშინ აღნიშნული დაბრუნება ხორციელდება იმ საბანკო ბარათის საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც მოხდა უნაღდო ანგარიშსწორება. ფულადი სახსრების დაბრუნება ხდება გადახდების მიღების უფლებამოსილი ოპერატორის ან ელექტრონული ფულადი საშუალებების ოპერატორის მონაწილეობით და რეგულირდება საერთაშორის საგადასახადო სისტემების, ბანკების (მათ შორის მიბმული ბარათის ემიტენტ-ბანკის) და ანგარიშსწორების სხვა მონაწილეების წესებით. იმ შემთხვევებში, როდესაც იანდექს.ტაქსი არ არის მიბმული ბარათით ანგარიშსწორების მონაწილე, მას შეუძლია გამოვიდეს იმ პირის სახით, რომელიც გადასცემს მომხმარებლების მიმართვას ზემოაღნიშნულ საკითხებზე ტაქსის სამსახურს, სადისპეტჩეროებს და სხვა პირს, რომელიც არის გადახდის მიმღები ზემოთ მითითებული მიბმული ბარათით ოპერაციებისას.

3.12.იანდექს.ტაქსი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს მოითხოვის მომხმარებლისაგან სერვისის ფარგლებში მისგან მითითებული მონაცემების, მათ შორის მიბმული ბარათის მონაცემების დადასტურება და გამოითხოვოს ამასთან დაკავშირებით დამადასტურებელი დოკუმენტები (კერძოდ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები), რომელთა არწარდგენა იანდექს.ტაქსის თვალსაზრისით შეიძლება გათანაბრებული იქნას არასარწმუნო ინფორმაციის მიწოდებასთან და გამოიწვიოს შედეგები, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე პირობების 2.5-ე პუნქტით.

3.13. წინამდებარე თავში მითითებული დებულებები მგზავრთა და ბარგის გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურებაზე ანგარიშსწორების პირობებსა და წესებზე არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი მომსახურების ანგარიშსწორება ხდება მომხმარებლის მაგიერ მესამე პირის მიერ ცალკე არსებული შეთანხმების მიხედვით, რომელიც დადებულია იანდექს. ტაქსისა და ასეთ მესამე პირს შორის.

 

4. ფუნქცია "ერთობლივი ანგარიში"

4.1. მომხმარებლისთვის შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ერთობლივი ანგარიშის შექმნის ფუნქცია პროგრამაში "Yandex.Taxi" ნებისმიერი მობილური მოწყობილობისათვის, ანუ რამოდენიმე მომხმარებლის მიერ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა შექმნილი ერთი ანგარიშის ფარგლებში, და აგრეთვე მოახდინოს გადაყვანისა და გადაზიდვის მომსახურების უნაღდო ანგარიშსწორება ერთობლივ ანგარიშზე ერთობლივი ანგარიშის შემქმნელი მომხმარებლის მიერ მიბმული საბანკო ბარათის საშუალებით.

4.2. ერთობლივი ანგარიშის შესაქმნელად მომხმარებელმა უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • მომხმარებლის ტელეფონის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • მესამე პირთა ტელეფონის ნომრები, რომლებიც იქნებიან ერთობლივი ანგარიშის მონაწილეები;
  • წინამდებარე პირობების პ. 3.2 მითითებული ჩამონათვალის თანახმად მიბმული საბანკო ბარათის მონაცემები.

მომხმარებელს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია მიუთითოს სხვა მონაცემები.

4.3. "ერთობლივი ანგარიში"-ს ფუნქციის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება ეძლევა შექმნას შემდეგი სახის ერთობლივი ანგარიშები:

4.3.1. ოჯახური ანგარიში;

4.3.2. ბიზნეს ანგარიში.

4.4. ოჯახური ანგარიშის ფარგლებში მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხ) მომხმარებელს.

4.5. ბიზნეს ანგარიშია ფარგლებში მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 (ოც) მომხმარებელს. მომხმარებელმა შეიძლება მიიღოს დამატებითი ფუნქციების და მომსახურების შემოთავაზება ცალკე საფასურით.

4.6. ფუნქცია "ერთობლივი ანგარიში"-ს სარგებლობოსათვის ანგარიშის მონაწილეებმა, რომელთა მობილური ნომრები მომხმარებელმა მიუთითა წინამდებარე პირობების პ. 4.2 შესაბამისად, უნდა მობილურ მოწყობილობაზე დააყენონ პროგრამა "Yandex.Taxi".

4.7. ერთობლივი ანგარიშის მონაწილის მიერ მგზავრის გადაყვანასა და ბარგის გადაზიდვის მომსახურების პოტენციური მოთხოვნის განთავსებისას მონაწილემ სერვისის ინტერფეისში აუცილებლად უნდა მუთითოს, რომ სერვივისით სარგებლობა ხორცირლდება "ერთობლივი ანგარიში"-ს ფუნქციის გამოყენებით.

4.8. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას ერთობლივი ანგარიშის მონაწილეებს გააცნოს ფუნქცია "ერთობლივი ანგარიში"-თ სარგებლობის პირობები, მიიღოს მათგან თანხმობა, "ერთობლივი ანგარიში"-ს პუნქციით სარგებლობისათვის აუცილებელი, ტექნიკური და სხვა ხასიათის შეტყობინებების მიღებაზე.

 

5. იანდექს.ტაქსის რეკვიზიტები

საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, მერაბ ალექსიძის ქუჩა N13, შესასვლელი 2, სართული 9, ბინა N59

დავით აღმაშენებლის 129ა

ს/კ 402218890

e-mail: support@taxi.yandex.com

გამოქვევნების თარიღი: 06.12.2024

ძალაში შესვლის თარიღი: 06.12.2024

დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse/04102024

დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse/16012024

დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse/06042023

დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse/26092022

დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse/01072022

დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse/15062021

დოკუმენტის წინა ვერსია: https://yandex.com/legal/yandexgo_termsofuse/30122020